სპილენძი და მისი მნიშვნელობა
სპილენძი
სპილენძი ნაკლებად ხსნადია მაღალი pH-ის ნიადაგებში, მაგრამ აქვს მაღალი ტენდეცია წარმოქმნას კომპლექსები ნიადაგის ორგანულ მასასთან, რის გამოს მაღალ pH-იან ნიადაგებში არ გვაქვს სპილენძის ისეთი დეფიციტი, როგორიც – თუთიის. ნიადაგში სპილენძის შემცველობა არის 3-დან 100 მგ/კგ-მდე, რაშიც მოიაზრება სპილენძის მინერალური, ორგანული, კოლოიდური და ხსნადი ფორმები. სპილენძს ახასიათებს სუსტი მობილობა, ანუ რთულად გადაადგილდება, რადგან ნიადაგი აქტიურად ითვისებს ამ ელემენტს.
მცენარეში:
სპილენძის დეფიციტი შეინიშნება მაღალი pH-ის და ძლიერად მჟავე ნიადაგებში. მცენარეში სპილენძის შემცველობაა 2-დან 20 მგ/კგ-მდეა. მცენარე სპილენძს ითვისებს მინიმალური დონით და თითქმის ყოველთვის კომპლექსირებულია მცენარის ფესვთა სისტემის ირგვლივ არსებულ ორგანულ მასასთან. ათვისებამდე დისოცირდება ხელატად, რაც უზრუნველოფს ელემენტის ტრანსპორტს
მცენარეში.
სპილენძი თუთიის ანტაგონისტია.
ელემენტის გადაადგილება მცენარეში შეზღუდულია, მაგრამ ძველი ფოთლებიდან ელემენტი შესაძლოა გადაეცეს ახალ ფოთლებს. სპილენძი ჩვენ გხვხვდება ქსილემასა და ფლოემაში. აზოტთან აფინურობის გამო ის უერთდება ამინომჟავებში არსებულ აზოტს. სპილენძის ფუნგიციდებს შეუძლიათ ამავე ელემენტის დეფიციტის შესწორება.
ფიზიოლოგია:
ფოთოლში, ქლოროპლასტების 70% შეიცავს სპილენძის ნაერთს ცილასთან. მონაწილეობს მრავალ რეაქციაში და ქლოროპლასტების ჩამოყალიბებაში. სპილენძს შეიცავს მრავალი ფერმენტი, ზოგ მათგანს მნიშვნელოვანი როლი აქვს რესპირაციის პროცესში.
ეხმარება აზოტის ფიქსაციას. მონაწილეობს ცილების ბიოზინთეზში.
სპილენძის დეფიციტი აფერხებს მრავალ ბიოლოგიურ პროცესს:
1. ნახშირწყლების მეტაბოლიზმი (ფოტოსინთეზი და რესპირაცია)
2. აზოტის მეტაბოლიზმი (აზოტის ფიქსაცია, ცილების დეგრადაცია და სინთეზი)
3. უჯრედის კედლის მეტაბოლიზმია (ლიგნინის სინთეზი)
სპილენძი მნიშვნელოვანია მცენარის მტვრის აქტივობისთვის და ასევე აქვს ფუნგიციდური მოქმედებაც. ის აქტიურად გამოიყენება ისეთი სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, მაგალითად, როგორიცაა: ჭრაქი, კლასტეროპორიოზი, მონილიოზი და სხვ. სპილენძის ფუნგიციდური ეფექტი კი გამოიხატება გამოთავისუფლებული ორვალენტიანი იონის მოქმედებით. სპილენძის შემცველი პრეპარატები, უმეტესად, ხასაიათდებიან კონტაქტური მოქმედებით, თუმცა უახლესი თაობის ფუნგიციდს, მაგალითად, როგორიცაა იდაი კობრე, ახასიათებს ნახევრად სისტემური მოქმედება, რის შედეგადაც ის დიდხანს რჩება მცენარეში
სპილენძი კულტურების გამოკვებაში:
სპილენძის ნაკლებობა: იმის მიუხედავად, რომ სპილენძი მცენარეს მცირე რაოდენობით სჭირდება (დაახლოებით, 25-150 გ/ჰა), გარკვეულ ნიადაგებში, განსაკუთრებით, მგრძნობიარე კულტურებზე შეიძლება იმოქმედოს ელემენტის დანაკლისმა.
გარემო პირობები, რომლებიც ზრდიან დეფიციტის ალბათობას: მცირე მინერალური დისპოზიცია, მაღალი pH და ურთიერთქმედება სხვა სასუქებთან. აზოტისა და ფოსფორის მაღალმა შემცველობამ შეიძლება გაზარდოს დეფიციტის ალბათობა, რადგან გაიზრდება ამავე ელემენტის მოთხოვნილება მეტი ცილის წარმოსაქმნელად. ფესვური გამოკვების დროს თუთია ეკონკურენტება სპილენძს. ელემენტის დეფიციტი შეინიშნება ღარიბ, გამორეცხილ, ქვიშნარ, ტუტე ნიადაგებში. კულტურები, რომლებიც არიან სენსიტიურები სპილენძის დეფიციტის მიმართ: ხორბალი, შვრია, ქერი, ციტრუსი, ისპანახი, სალათის ფურცელი, სტაფილო, ჭარხალი, განსაკუთრებით საშემოდგომო მარცვლეული.
დეფიციტის ტიპიური ნიშანია ახალგაზრდა ფოთლებში წვეროს გაუფერულება, ცარიელი თავთავების წარმოქმნა. სიმინდში ბოლოს განვითარებული ფოთლები კარგავენ ტურგორს და დეფორმირდებიან. ხეხილოვან მცენარეში დეფიციტი იწვევს ქლოროზს ახალგაზრდა ფოთლების კიდეებსა და წვერებზე. ძირითადად სიმპტომები გამოიხატება ახალგაზრდა ქსოვილებში. ტოქსიკურობის სიმპტომები იშვიათია. გამოიხატება მაშინ, თუ ნიადაგში ელემენტი მუდამ თავისუფალია.