Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

ჩვენ შესახებ

ბორან აგრო  წარმოადგენს  აგრონომთა ჯგუფს , რომლის მიზანია უცხოელ და ადგილობრივ პროფესორებთან თანამშრომლობით შეძლოს ქვეყანაში აგრარული მიმართულების განვითარება. მეცნიერება არის მთავარი წამყვანი ძალა, სწორედ ამიტომ ჩვენ ვთანამშრომლობთ კვლევისა და განვითარების ჯგუფებთან, რათა საქართველოში დავნერგოთ ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებიც მოგვცემენ საშუალებას შევამციროთ ქიმიური პრეპარატების გამოყენება, რაც დადებითად იმოქმედებს როგორც გარემოზე – ისე ჩვენ ჯანმრთელობაზე.

რატომ ვამახვილებთ ყურადღებას ორგანულ პრეპარატებზე?

მწვანე რევოლუციის დასაწყისში ქიმიური პრეპარატების გახშირებული გამოყენებით გამოწვეული ზიანი დღესაც საკმაოდ შესამჩნევია. იმლაშება ნიადაგები, ზიანდება მათი სტრუქტურა, ნივთიერებები გადადიან უხსნად ფორმაში, ნიადაგი კარგავს ნაყოფიერებას, ავადდებიან გარემოში  ბინადარი ცხოველები და ჩნდება სხვადასხვაგვარი პათოლოგიები ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რადგან ორგანული პროდუქტები ბუნებრივი ნედლეულისგან მიიღება, ჩვენ გვეძლევა საშუალება ავარიდოთ თავი მსგავს პრობლემებს.

რამდენად ეფექტურია ორგანული პროდუქტები?

 ორგანული პროდუქტის ან ბიოსტიმულატორის გაგებისთანავე ფერმერთა უმეტესობას უჩნდება ეჭვი მათ ეფექტურობაში. მაშ რამდენად ეფექტურია ჩვენი პროდუქტები? ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის წამყვან კვლევით კომპანიებთან. თითოეულ კომპანიას გააჩნია  უნიკალური რამ, ეს შეიძლება იყოს ფორმულა ან მეცნიერების რამოდენიმე წყაროს განვითარება (მწვანე ქიმია, მიკრობიოლოგია, მცენარეთა ფიზიოლოგია). თითოეული ინოვაციური აღმოჩენა და კომბინაცია ხდის პროდუქტებს უნიკალურს და აძლევს მათ საშუალებას გაუტოლდნენ ქიმიურ პროდუქტებს, იქნება ეს მცენარეთა დაცვის საშუალება თუ სასუქი.

Shopping cart