Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

ჭრაქი

ინგლისური სახელი

Downey Mildew

სამეცნიერო სახელი

Plasmopara viticola

რა არის ჭრაქი?

ჭრაქი  სოკოვანი დაავადება, რომელის გამომწვევი პათოგენია Plasmopara viticola. მიეკუთვნება ოომიცეტებს (Oomycete). დაავადება  მაღალი ტენიანობის პირობებში ჩნდება  და ვითარდება. შესაძლებელია, რომ მცენარე ძალიან სწრაფად დააინფიციროს, ზოგჯერ რამდენიმე საათშიც.

სიმპტომები

ჭრაქი ყველაზე ხშირად გვხვდება გვიან გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, განსაკუთრებით, თუ ტენიანი პირობებია. სპორებს ჭირდებათ 10 C და შესაბამისი ტენი აქტივობის დასაწყებად. ოპტიმალური ტემპერატურა 15oC– დან 21oC– მდეა.

ჭრაქის ძირითადი სიმპტომებია – საწყის ეტაპზე ფოთლების ზედაპირზე ღია მწვანე ფერის ლაქები, რომლებიც შემეგ ყვითლად იფერება, ხოლო ფოთლის ქვედა მხარეს ვითარდება თეთრი ნაფიფქი (ბუსუსებიანი სოკოვანი ნაზარდი), ანუ იწყება სპორულაცია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დაავადების საწყისი სიმპტომატიკა ვითარდება მტევნებზე, შემდეგ – ფოთლებზე, თუმცა სტანდარტულ შემთხვევებში დაავადების პირველადი დიაგნოსტიკისთვის ისევ ფოთლები გამოიყენება.

დაავადება ვრცელდება მთელ ფოთოლზე, რომელიც, საბოლოოდ, ხმება და ცვივა. სპორებმა ასევე შეიძლება დააინფიცირონ ნაყოფბიც დაავადების ‘’ვერ დაჭერის’’ ან თავდაპირველ გამონაკლის შემთხვევებში. ჩნდება თეთრი ფერის ნადები, ნაყოფი შეიძლება გაყავისფრდეს და დაჭკნეს, დაინფიცირებული ნაყოფი კი უფრო მარტივად ცილდება მტევანს. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მტევანი ინფიცირდება მხოლოდ ნაყოფის გავითარების დასაწყისში (ამიტომაც ეს პერიოდი განსაკუთრებულად საფრთხილოა), ყვავილობის დასრულებიდან 2-3 კვირის შემდეგ უკვე რეზისტენტობას ივითარებს.

დაავადების სასიცოცხლო ციკლი:

დაავადება ვრცელდება სოკოს სპორების საშუალებით. ადრეულ გაზაფხულზე გამოზამთრებული სპორები, ოოსპორები, შესაბამისი ტემპერატურის, ტენისა და თავისუფალი წყლის დამსახურებით იწყებენ სპორანგიების წარმოქმნას, რისგანაც შემდეგ წარმოიქმნება შოლტიანი ზოოსპორები, წყლის შხეფები და ქარი ეხმარება პათოგენს გადაადგილებასა და დაინფიცირებაში. დაინფიცირებულ ფოთებზე წარმოიქმნება თეთრი ფერის ნადები, რაც წარმოადგენს მიცელიუმსა და ნაყოფსხეულ – სპორანგიებს, რომლებიც შემდეგ წარმოქმნიან სპორანგიოსპორებს. სპორანგიოსპორების საშუალებით დაავადება გადადის გვერდითა მცენარეებზე. გვიან ზაფხულს სოკო იწყებს სქესობრივი სპორების, ოოსპორების, წარმოქმნას, რომლითაც სოკო გამოიზამთრებს.

როგორ ვებრძოლოთ დაავადებას?

დაავადებასთან
ბრძოლა შესაძლებელია როგორც ქიმიური, ისე ბიოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით, რაშიც უმეტესად
მოაზრება სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელება და წამლობა უსაფრთხო და
ეფექტური ბიოპრეპარატებით.

აგროტექნიკურ
ღონისძიებეში მოაზრება ნაკვეთისა და მცენარის მოვლა ისე, რომ მაქსიმალურად შევამციროთ
დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები, ამისათვის კი აუცილებელია:

      კარგი აერაცია – რათა მცენარეებს საშუალება ჰქონდეთ ვენტილაციის, ეს
ხელს შეუშლის სოკოების განვითარებას, ამიტომაც სხვის ოპერაციები უნდა ჩატარდეს სწორად.
ხოლო სათბურის პირობებში მის თანაბარ ტემპერატურაზე შენარჩუნება ასევე დაგეხმარებათ
ამ დაავადებისგან თავის აცილებაში.

      სწორი რწყვის რეჟიმი – უმიზეზოდ არ მორწყაათ მცენარეები (განსაკუთრებით
საღამოს), რადგან ეს გამოიწვევს ფოთლებზე წყლის დიდი ხნის განმავლობაში დარჩენას,
ჭრაქი კი ადვილად ვრცელდება წყლის დახმარებით.

      ჰიგიენის დაცვა როგორც ბაღში, ისე სათბურში. დარწმუნდით, რომ ყველა ხელსაწყო,
უჯრა და ქოთანი საფუძვლიანად გაწმენდილია მცენარეებს შორის, რათა დაინფიცირებულ მცენარეზე
გამოყენებული ინსტრუმენტებით უნებლიეთ არ დაავადოთ სხვა მცენარეებიც.

      სარეველების კონტროლი – ამოიღეთ ნებისმიერი სარეველა, რადგან სარეველები
შესანიშნავ თავშესაფარს წარმოადგენს დაავადებებისთვის.

 

      მცენარეული ნარჩენების კონტროლი – მოაშორეთ მცენარეული ნარჩენები ნაკვეთს,
განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, რადგან ჩამოცვენილი დაავადებული ფოთლები ჭრაქის
გამომწვევ სოკოებს ეხმარება გამოზამთრებაში.

  

 რაც შეეხება ბრძოლის ძირითად გზებს, საჭიროა, რომ დაავადებასთან საბრძოლველად გამოვიყენოთ
სპილენძის შემცველი პრეპარატები. მნიშვნელოვანია, რომ სპილენძის შემცველი პრეპარატი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და ასევე ახალი თაობის, რადგან ბაზარზე არსებულ პრეპარატების წინაარმდეგ დაავადებეს უკვე გამომუშავებული აქვთ რეზისტენტობა, ანუ გამძლეობა, რის გამოც პრეპარატის გაზრდილი დოზირებებიც კი არაეფექტურია ჭრაქის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

ბაზარზე არსებული სპილენძის შემცველ აქტიურ ნივთიერებებად მაგალითისთვის შგვიძლია მიმოვიხილოთ სპილენძის ოქსიქლორიდი, რომელიც პრეპარატ ‘’კუპროზინის’’ აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს.  
კუპროზინი არის უახლესი თაობის სუფთა სპილენძი, რომლის ეფექტურობაც და მოქმედებაც უკვე დატესტილია საქართველოს პირობებისთვის. 

 

       ახასიათებს მყისიერი ხსნადობა

       არის კონტაქტური მოქმედების პრეპარატი

       მაღალტექნოლოგიური ფორმულაციის დამსახურებით ადვილად შეიწოვება ფოთლის ზედაპირის მიერ

       მაგრდება მცენარის უჯრედებს შორის, რის გამოც დროულად და ეფექტურად ებრძვის დაავადებას

 

       არ ირეცხება გამოყენებიდან 2 საათის შემდეგაც კი.

ჭრაქის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ‘’იდაი კობრე’’, რომლის აქტიურ ნივთიერებასაც წარმოადგენს სპილენძის დი-გლუკონატი. უახლესი ტექნოლოოგის დამსახურებით კობრეში სპილენში წარმოდგენილია გლუკონატთან ერთად, რაც მცენარეს საშუალებას აძლევს გლუკონატი შეითვისოს, როგორც შაქარი, რის გამოც არ დაისტრესოს წამლობისგან, ხოლო გლუკონატთან ერთად არსებული სპილენძი მოხვდეს მცენარის შიგნით, რაც კობრეს ანიჭებს სისტემურ მოქმედებას და შესაძლებელს ხდის ისეთ კრიტიკულ და საფრთხილო პერიოდებში გამოვიყენოთ, მაგალითად, როგორიცაა ყვავილობის წინა პერიოდი და სხვ. იდაი კობრეს უპირატესობებია:

       წარმოადგენს სისტემური მოქმედების სპილენძს

       მისი გამოყენება შესაძლებელია კრიტიკულ პერიოდებში

       არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა

       მცენარე არ ისტრესება წამლობისას, ხოლო გლუკონატი კი უძლიერებს იმუნიტეტს

თუმცა
ნებისმიერი პრეპარატის დაავადების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის აუცილებელია,
რომ პრეპარატი გამოვიყენოთ სწორი დოზირებით, სწორ დროსა და პირობებში. ჭრაქის წინააღმდეგ
კი წამლობები ტარდება შემდეგი პრინციპებით:

      აუცილებელია პირველი წამლობა ჩატარდეს დაკვირტვამდე. დაკვირტვამდე რეკომენდირებულიაგამოვიყენოთ კუპროზინი.

      ფოთლის გამოტანის შემდეგ. რა დროსაც ჩვენ უკვე შეგვიძლია ვიხმაროთ იდაი კობრე -სპილენძის პრეპარატი სისტემური ეფექტით, რომელიც ამავდროულად დაასტიმულირებს იმუნიტეტს.

      ასევე მნიშვნელოვანია წამლობა ჩატარდეს ყვავილობამდე, რადგან ყვავილობის პერიოდში, ზოგადად, არაა რეკომენდებული წამლობის ჩატარება. ეს მცენარისთვის მეტად კრიტიკული მომენტია.

      ვეგეტაციის დანარჩენი პერიოდის განმავლობაში წამლობები, ჩვეულებრივ, 10-15 დღიანი ინტერვალის დაცვით ტარდება. რა დროსაც პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისამებრ სასურველია პრეპარატები ენაცვლებოდეს ერთმანეთს.

      წამლობები წყდება სიმწიფის პერიოდში, თუ კი ჩვენი მიზანი პრემიუმ ხარისხის ღვინის მიღება არაა, რა დროსაც ყურძენი დიდხანს უნდა დაყოვნდეს ნაკვეთზე, რის გამოც საჭირო ხდება დამატებითი წამლობები. ამ პერიოდში სრულებით უსაფრთხო და რეკომენდებულია იდაი კობრეს გამოყენება, რომელსაც არ აქვს ლოდინის პერიოდი. 

 

 

 

წყარო:
Downy Mildew: Symptoms, Treatment and Control | Planet Natural
Downy Mildew (agrigem.co.uk)

 

Shopping cart