Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

marwyvi

მარწყვის ფენოლოგიური ზრდის ფაზები და BBCHის საიდენტიფიკაციო

კოდების აღწერა

ზრდის ძირითადი  ფაზა 0: აღმოცენება/კვირტების განვითარება

00 მოსვენება:ფოთლები ჩამოყრილი და სანახევროდ მკვდარია.  

03 ძირითადი კვირტის დაბერვა

ზრდის ძირითადი  ფაზა 1: ფოთლების განვითარება

10 პირველი ფოთლის გამოსვლა

11 პირველი ფოთლის გაშლა

12 მეორე ფოთლის გაშლა

13 მესამე ფოთლის გაშლა

1 . გრძელდება სანამ . . .

19 9 ან მეტი ფოთოლი გაშლილია

ზრდის ძირითადი  ფაზა 4: სტოლონების განვითარება და ახალგაზრდა მცენარე

41 სტოლინის ფორმირების დასაწყისი : სტოლონების დანახვა შესაძლებელია

(დაახლოებით 2 სმის სიგრძის)

42 პირველი შვილობილი მცენარის გამოჩენა

43 ფესვების განვითარების დასაწყისი და პირველი შვილობილი მცენარე

45 პირველი შვილობილი მცენარე განვითარებული ფესვთა სისტემით (მზად არის დასარგავად)

49 რამდენიმე შვილობილი მცენარე განვითარებული ფესვთა სისტემით (მზად არიან დასარგავად) 

ძირითადი ზრდის ფაზა 5: საყვავილე ყლორტების გამოსვლა

55 პირველი საყვავილე ყლორტი როზეტის ძირში

 56 საყვავილე ყლორტის დაგრძელება

57 პირველი კოკრების გამოსვლა (კვლავ დახურულ მდგომარეობაში)

58 ადრეული აკოკრების ფაზა: პირველი ფუტურო ბურთის ფორმის ყვავილის ფორცლები და ყვავილსაჯდომის ფოთოლაკები.

59 ყვავილების უმრავლესობა იწყებს აკოკრებას.

ზრდის ძირითადი  ფაზა 6: ყვავილობა

60 პირველი ყვავილების გახსნა (საწყისი ანი Aყვავილი)

61 ყვავილობის დასაწყისი: ყვავილების 10% გახსნილია

65 სრული ყვავილობა: მეორეული B) და მესამეული (C) ყვავილები გახსნილია,

პეტლების ცვენის დასაწყისი.

67 ყვავილების ჭკნობა: პეტლების უმეტესი ნაწილი ჩამოცვივდება.

1 3 ფოთლის ფაზის შემდგომ, ძირითადად კვირტების ფორმირება და განვითარება მიმდინარეობს ძირითადი ზრდის მე5 ფაზაში. 

ზრდის ძირითადი  ფაზა 7: ნაყოფის განვითარება

71 ყვავილსაჯდომი გამოიყოფა ჯამის ფოთლოაკებისგან. 

73 თესლი მარტივი შესამჩნევია ყვავილსაჯდომის ქსოვილზე

ზრდის ძირითადი ფაზა 8: ნაყოფის სიმწიფე

81 სიმწიფის დასაწყისი: ნაყოფების უმრავლესობა თეთრი შეფერილობის არის

85 პირველ ნაყოფებს აქვთ კულტურისთვის დამახასიათებელი შეფერილობა

87 ძირითადი მოსავლის აღება: ნაყოფების უმრავლესობა შეფერილია

89 მეორე მოსავლის აღება: მეტი ნაყოფია შეფერილი

ზრდის ძირითადი ფაზა 9: სიბერე, მოსვენების პერიოდის დასაწყისი

91 აქსილარული კვირტების ფორმირების დასაწყისი

92 ახალი ფოთლები პატარა ლამინასთან და დამოკლებულ ღეროსთან ერთად გამოჩნდება.

93 ძველი ფოთლები კვდება , ახალი ფოთლები იხვევა;

ძველი ფოთლები იღებენ კულტურისთვის დამახასიათებელ შეფერილობას 

97 ძველი ფოთლები მკვდარია

 

Shopping cart