Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

otaxis-mcenareebi

სახლის 10 მცენარე, რომელთაც ნასა გირჩევთ ჰაერის გასაწმენდად

სუფთა ჰაერის არსებობა და შეგრძნება ადამიანის  ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენ იშვიათად ვსუნთქავთ სუფთა ჰაერს, განსაკუთრებით ქალაქებში. ახლა, ჰაერის გამწმენდის შეძენა ჩვენი სახლის ჰაერის გასასუფთავებლად, როგორც ჩანს, ერთადერთი გონივრული ვარიანტია.

მაგრამ ჰაერის გამწმენდები უმეტესად ძვირია. მაშ, რა უნდა გავაკეთოთ? უნდა შევიძინთ სახლის მცენარეები. მათ არა მხოლოდ სიმშვიდე და სიცოცხლე შემოაქვთ თქვენს სახლში, არამედ იმავდროულად ასუფთავებენ ტოქსინებს ჰაერიდან . მომგებიანი სიტუაციაა, არა?

ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ 10 საოცარი მცენარე ჩვენი სახლისთვის და იმისთვის, რომ გავასუფთაოთ ჰაერი. თითოეული მცენარე ნასას კვლევებიდან გამომდინარეა რეკომენდებული.

1. ალოე ვერა (Aloe vera)

მკურნალი ალოეს მცენარე მშვენიერი რამაა თქვენი სამზარეულოს ფანჯრის რაფისთვის, რადგან ის  მზის სხივების დიდი მოყვარულია. საჭმლის მომზადებისას გამოყოფილი ნამწვის გასასუფთავებლად, ეს წვნიანი მცენარე ძალზედ ლოგიკური გადაწყვეტაა – იგი  გაასუფთავებს ჰაერს ფორმალდეჰიდისა და ბენზოლისგან, რომელიც  ასევე გვხვდება გაზქურის ლაქებში, იატაკის საწმენდებსა და სარეცხ საშუალებებში.

   რეკომენდაცია და მოვლა: ეს მცენარე კარგად გრძნობს თავს მზიან ადგილას. ის არ საჭიროებს ხშირ მორწყვას, ამიტომ იდეალურია იმ ადამიანებისთვის რომლებიც არ ატარებენ დიდ დროს სახლში

   საუკეთესო ადგილი მოსათავსებლად: ნებისმიერი ფანჯრის რაფა ან კარგად განათებული კუთხე, ისე რომ თავიდან აიცილოთ მისი წვეტინი ფოთლებისგან ჩხვლეტა.

aloe-vera

2. „დრაკონის ხე“ - დრაცენა (Dracaena marginata)

ტრიქლორეთილენი და ქსილენი არის დამაბინძურებლებს შორის, რომლებსაც ებრძვის ეს მბზინავი, ნელა მზარდი მცენარე. ფოთლებს ხშირად  აქვს ნათელი წითელი კიდეები, რაც თქვენს სახლსს ელვარებას შესძენს.

   რეკომენდაცია და მოვლა: ამ მცენარეს სჭირდება საკმაო რაოდენობის მზის შუქი.

   საუკეთესო ადგილი მოსათავსებლად: მას  პოტენციალი აქვს გაიზარდოს 3 მეტრამდე, ასე რომ მოათავსეთ იგი მაღალჭერიან ოთახში  ან აივნის კარგად განათებულ კუთხეში. 

dracena

3. ფულის ხე - „ეშმაკის სურო“ (Epipremnum aureum)

ნასას მიერ გამოქვეყნებული, ფულის ხე ცნობილია თავისი უნარით გამოაცალკევოს და გაასუფთაოს ჰაერი ქიმიური ნივთიერებებისა და სხვა დამაბინძურებლებისგან, კერძოდ ბენზოლი, ფორმალდეჰიდი, ქსილენი და ტოლუოლი. თუმცა, მიუხედავად მისი მაღალი გამწმენდი მაჩვენებლისა, ეს მცენარე ტოქსიკურია კატებისთვის, ძაღლებისთვის და პატარა ბავშვებისთვის – თუ მისი ფოთლები შეჭამეს.

   რეკომენდაცია და მოვლა: ფულის ხეს ურჩევნია არაპირდაპირი შუქი და საჭიროა ყოველ კვირაში მორწყვა. ერთი ადამიანისთვის რეკომენდებულია სამი 45 სნ-იანი მცენარე.

   საუკეთესო ადგილი მოსათავსებლად: ნებისმიერი ოთახი, მაგრამ მოათავსეთ შინაური ცხოველებისა და პატარა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

4. ქრიზანთემა (Chrysanthemum)

ეს მშვენიერი ყვავილი ხელს უწყობს ტოქსინების გაფილტვრას –  ამიაკისა და ბენზოლის ჩათვლით, რომელიც ხშირად გვხვდება პლასტმასის, სარეცხი საშუალებებისა და წებოს შემადგენლობაში.

   რეკომენდაცია და მოვლა: ამ მცენარეს უყვარს მზის შუქი, ამიტომ განათავსეთ იგი მზის აბაზანების მახლობლად, ფანჯარაზე.

   საუკეთესო ადგილი მოსათავსებლად: გაანათეთ თქვენი სამზარეულო ან მისაღები ოთახი ქრიზანთემებით.

5. ჩინური მარადმწვანე (Aglaonema pseudobracteatum)

ჩინური მარადმწვანე ერთ -ერთი ყველაზე გავრცელებული სახლის მცენარეა, ამისთვის მას კარგი მიზეზი აქვს. ეს მცენარე დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოჰყოფს, ხოლო შიდა სივრცეებს ასუფთავებს მავნე ქიმიკატებისგან, როგორიცაა ბენზოლი, ფორმალდეჰიდი და სხვა ტოქსინები. როგორც მისი სახელი მიგვითითებს, ის საკმაოდ პოპულარულია ჩინეთში – სწორედ, მისი მაღალი ეფექტურობით ჰაერიდან მავნე დამაბინძურებლების მოსაშორებლად.

   რეკომენდაცია და მოვლა: ჩინური მარადმწვანე კარგად გრძნობს თავს სრულ ჩრდილში და საჭიროა მხოლოდ პერიოდულად მორწყვა, ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნების მიზნით.

   საუკეთესო ადგილი მოსათავსებლად: მისაღები ოთახი

6. რეზინის ფიკუსი (Ficus robusta)

იმის გარდა, რომ რეზინისებრი ფიკუსი (Ficus robusta) იზრდება როგორც ოთახის მცენარე, ის ასევე აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, რასაც გვიმოწმებს ნასას მიერ ჩატარებული კვლევები. მათ დიდ ფოთლებს შეუძლია შეიწოვოს ქიმიური ნივთიერებები და გაანადგუროს ისინი. ისინი შთანთქავენ ამოსუნთქულ ნახშირორჟანგს და გარდაქმნიან მას ჟანგბადად. რეზინისებრი ფიკუსი ასევე აგვარიდებს ჰაერში ბაქტერიებსა და ობის სპორებს.

    რეკომენდაცია და მოვლა: რეზინისებრი ფიკუსი ტოლერანტულია უყურადღებობის მიმართ და ამიტომ ადვილად ზრდიან მათ, ისინი ვისაც მცირე გამოცდილება აქვთ მცენარეებთან. მორწყვებს შორის მათ უნდა მიეცეთ საშუალება, გამოუშრეს ნიადაგი – ანუ ნიადაგი ყოველთვის ნოტიო არ უნდა იყოს. რეზინისებრი ფიკუსი უკეთ იტანს მოურწყველობას, ვიდრე ზედმეტად მორწყვას. მათ შეუძლიათ იარსებონ სუსტ შუქზე, ასე რომ ისინი კარგად ძლებენ ჩრდილის პირობებშიც. რეზინისებრ ფიკუსს შეუძლია მიაღწიოს 3 მეტრ სიმაღლეს, თუ სათანადო პირობები შეიქმნა, ამიტომ ისინი უნდა დაირგოს იქ, სადაც მათი ზრდისთვის საკმარისი ადგილია.

    საუკეთესო ადგილი მოსათავსებლად: მისაღები ან საძინებელი

7. გერბერა დეიზი (Gerbera Jamesonii)

  ალბათ ყველაზე ლამაზი ყვავილი ამ სიაში, გერბერა დეიზი ხშირად გამოიყენება როგორც დეკორატიული ელემენტი მებაღეობაში.  გერბერა დეიზი  ასევე გამოირჩევა თავისი უნარით აწარმოოს ჟანგბადის მაღალი რაოდენობა –  ღამით მავნე ქიმიკატების მოცილებისას, როგორიცაა ბენზოლი და ტრიქლორეთილენი. სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს ძილის აპნოე და სუნთქვის დარღვევა – მოათავსეთ ის საწოლის თავთან ახლოს.

   რეკომენდაცია და მოვლა: გერბერა დეიზი უპირატესობას ანიჭებს მზის სინათლეს ზაფხულში, გაზაფხულზე და შემოდგომაზე და არაპირდაპირ შუქს – ზამთარში. ის რეგულარულად უნდა მორწყათ, რათა ნიადაგი ტენიანი იყოს. ყვავილის დეკორატიული ხასიათის გამო, რეკომენდებული ქოთნების რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი შეხედულებისამებრ.

    საუკეთესო ადგილი: საძინებელი.

8. გველის მცენარე (Dracaena trifasciata)

  გველის მცენარე, რომელიც სხვაგვარად ცნობილია როგორც სიდედრის ენა, უნიკალურია ჟანგბადის  წარმოებით და ჰაერის გაწმენდის უნარით – ბენზოლის, ფორმალდეჰიდის, ტრიქლორეთილენის, ქსილენისა და ტოლუოლის მოცილებით.

 რეკომენდაცია და მოვლა: გველის მცენარე კარგად ხარობს ფანჯრის შუქზე და საჭიროა ყოველკვირეულად მორწყვა. ერთი ადამიანისთვის რეკომენდირებულია ექვსიდან რვამდე ქოთანი  მცენარე. უჰაერო, დახურულ ოთახში ამ მცენარეებს შეუძლია გამოიმუშავოს საკმარისი ჟანგბადი ნორმალური სუნთქვისთვის.

საუკეთესო ადგილი: საძინებელი.

9. მტირალა ფიკუსი (Ficus benjamina)

  ვიქტორიანული დროიდან მოყოლებული პოპულარული მცენარე, მტირალა ფიკუსი დაგეხმარებათ ფორმალდეჰიდის, ქსილენის და ტოლუოლის დონის დაძლევაში.

  რეკომენდაცია და მოვლა: ის საკმაოდ პრეტენზიული მცენარეა, რომელსაც ცვლილებები არ მოსწონს. მოათავსეთ მტირალა ფიკუსი ნათელ, არაპირდაპირ შუქზე  და ის იქნება ჰაერის სანდო გამწმენდი მრავალი წლის განმავლობაში.

  საუკეთესო ადგილი მოსათავსებლად: აივანი ან მისაღები ოთახის კარგად განათებული კუთხე

10. პალმა არკა - ოქროს ლერწმიანი პალმა (Dypsis lutescens)

როგორც ყველა მცენარე, არკა პალმაც ბიოლოგიურად შემუშავებულია იმისთვის რომ ნახშირორჟანგი მიიღოს და ჟანგბადის გამოყოს. თუმცა, ის, რაც არკა პალმას გამოარჩევს, არის მისი უნარი გაასუფთაოს გარემო, რომელშიც ის მოთავსებულია ისეთი საშიში ქიმიკატების მოშორებით, როგორიცაა ფორმალდეჰიდი, ქსილენი და ტოლუენი.

 რეკომენდაცია და მოვლა: არკას პალმა კარგად მუშაობს გაფილტრულ, ფანჯრის შუქზე და ხშირად სჭირდება მორწყვა. ერთი ადამიანისთვის საკმარისია ოთხი, მხრამდე სიმაღლის მცენარე.

  საუკეთესო ადგილი: მისაღები ოთახი



ზოგადი რეკომენდაცია

  სახლის მცენარეების მოვლა-პატრონობა ზოგჯერ სულაც არაა მარტივი. არის ხოლმე როდესაც ჩვენს საყვარელ მცენარეებზე არასასურველ ნიშნებს შევამჩევთ. აღნიშნულ პრობლემათა აღმოსაფხვრელად ჩვენ გულითადად გირჩევთ რომ გამოიყენოთ ბროტავერდი , რომელიც ახალი თაობის ბიოფუნგიციდ-ბიოსტიმულატორია. იგი სავსებით თავსებადია მცენარისთვის და უზრუნველყოფს მის დაცვას ზოგიერთი სოკოვანი თუ ბაქტერიული დაავადებისგან. უფრო მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბროტავერდის დეტალურ აღწერას ჩვენი პროდუქტების  კატალოგში.

Shopping cart