Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

იქსტენდერ როუ ულტრა

დანიშნულება:                       სასუქი
პრეპარატული ფორმა:          წყალში ხსნადი კონცეტრატი
მოცულობა:                            5
მწარმოებელი:                       Kimitec
ქვეყანა:                                  ესპანეთი

xtender-row-ultra

რა არის იქსტენდერ როუ ულტრა?

იქსტენდერ როუ ულტრა არის ფოთლოვანი გამოყენების ბიოსტიმულატორი, სპეციალურად მწკრივში სათესი კულტურებისთვის (განსაკუთრებით რეკომენდებულია მარცვლოვნებისთვის) რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფილოსფეროში მიკროორგანიზმების არსებობას და აღადგენს მიკროფლორას.

იქსტენდერ როუ ულტრა შეიძლება გამოვიყენოთ მწკრივი ნათესების განვითარების ნებისმიერ ფაზაში, ბიოსტიმულატორული ეფექტის დამსახურებით, ის სწრაფად აუმჯობესებს მცენარეთა ზრდას და მოსავლიანობას მწკრივში სათეს კულტურებში.

მისი მრავალმხრივი შემადგენლობა უზრუნველყოფს პრეპარატის იდეალური შერევის-თავსებადობის შესაძლებლობას, როგორც მცენარეთა დაცვის პროდუქტებთან, ისე სხვა სასუქებთან. შესაბამისად, ის სრულიად მორგებულია მცენარეთა დაცვის ნებისმერ პროგამაზე.

იქსტენდერ როუ ულტრა ზრდის სასარგებლო მიკროფლორას ფილოსფეროში, რათა გააუმჯობესოს აზოტის დონე, მისი ატმოსფერული ფორმის შეგროვებით, გაზარდოს ფოტოსინთეზის დონე, აწარმოოს მეორადი მეტაბოლიტები ბიოსტიმულატორული მოქმედებით და იცავს მცენარეს სტრესისგან.

შემადგენლობა:

თავისუფალი ამინომჟავები – 6.0%  
საერთო აზოტი (N) – 1.0 %
ორგანული აზოტი (N) – 1.0 %
საერთო ორგანული მასა – 40 %

pH: 4,5 – 6,5 
სიმკვრივე – 1.12 – 1.16 გ/მლ

შეიცავს მეორად მეტაბოლიტებს და მოლეკულებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასარგებლო მიკროორგანიზმების გამრავლებას.
ამინოგრამი: ლიზინი 6 %

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ეტიკეტს:

Shopping cart