Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

პესტიციდების განმარტება

pesticides

რა არის პესტიციდი?

პესტიციდები (pesticide) პრევენცირებას უკეთებენ, ანადგურებენ ან აკონტროლობენ მავნებელ (pest -მავნე) ორგანიზმებს ან დაავადებებს.

პესტიციდები მოიცავენ მცენარეთა დაცვის საშუალებებს (Plant Protection Products – PPPs), რომლებიც ძირითადად გამოიყენება სოფლის მეურნეობის სექტორში და – ბიოციდებს, რომლებიც ძირითადად გამოიყენება არა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის. ქვემოთ კი ვსაუბრობთ მცენარეთა დაცვის საშუალებებზე.

რა არის პესტიციდი?

thinker

სოფლის მეურნეობის ადრეული პერიოდებიდან მოყოლებული საკვები მცენარეები მუდმივად საჭიროებდა დაცვას მავნებლებისა და დაავადებებისგან.

ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები იყენებდნენ მცენარეთა დაცვის ”ქიმიურ” (თუ კი შეიძლება ასე ეწოდოს) საშუალებებს, თავიანთი მოსავლის დასაცავად, მაგრამ დღეისათვის არსებული სინთეზური პროდუქტების ფართო ასორტიმენტი უკვე იძლევა მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების მიზნობრივი და ეფექტური კონტროლის შესაძლებლობას.

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა დაბალი რისკის პესტიციდების რაოდენობა, რომლებიც დაშვებულია ევროკავშირში, მათ შორის მიკროორგანიზმებზე დამზადებული და სხვა ალტერნატიული პროდუქტების.

პესტიციდები (როგორც ქიმიური, ისე არაქიმიური) აუცილებელია საკვების წარმოებისთვის, მათ შორის, ორგანულ მეურნეობაშიც კი, თუმცა – პესტიციდების შეზღუდული ასორტიმენტით. 

როგორ მოქმედებენ პესტიციდების შემადგენელი აქტიური ნივთიერებები?

pesticidi

აქტიური ნივთიერებები – ქიმიკატების ან მიკროორგანიზმების სახით – წარმოადგენს პესტიციდების შემადგენელ აუცილებელ ინგრედიენტებს, რომლებიც პროდუქტს საშუალებას აძლევს შეასრულოს თავისი სამუშაო.



პესტიციდი წარმოადგენს ბაზარზე განთავსებულ საბოლოო პროდუქტს. ერთი ან მეტი აქტიური ნივთიერების გარდა, პესტიციდი, ჩვეულებრივ, შეიცავს სხვა დამატებით ინგრედიენტებსაც, რომლებიც ხელს უწყობენ მისი ეფექტურობის გაზრდას და უკეთესად იცავენ იმ მცენარეს, რომელზეც პროდუქტი გამოიყენება.

დამტკიცება და ავტორიზაცია

pesticidebi

ევროკავშირის პესტიციდების კანონმდებლობა უმკაცრესია მსოფლიოს მასშტაბით.

აქტიური შემადგენელი ნივთიერებები ევროკომიის მიერ მხოლოდ და მხოლოდ დასტურდება ხანგრძლივი რეგულაციების გავლის შემდგომ, რაც 3 წელზე მეტ ხანსაც გრძელდება და ეფუძნება სამეცნიერო კვლევებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება. ამ მიზნით წარმოდგენილი უნდა იყოს კვლევების სრული დოსიე, რომლებიც აკმაყოფილებს ყველა იმ საჭირო მონაცემს და დადგენილია ევროკავშირის კონკრეტული რეგულაციებით.

დოსიეების ერთობლივად აფასებენ:

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ადმინისტრაციული ორგანოები
  • ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანო (EFSA)

სრული პროცესი შედგება ორი საფეხურისგან: პირველი, ევროკავშირის რეგულაციების დონეზე აქტიური ნივთიერების შეფასება და მათი შესაძლო დამტკიცება, ხოლო შემდეგ წევრი სახელმწიფოების მიერ საბოლოო პროდუქტების შეფასება და ავტორიზაცია. მონაცემები დამტკიცებული ნივთიერებებისა და ავტორიზებული პროდუქტების შესახებ პერიოდულად ახლდება და განიხილება საჭიროებისამებრ ან სამეცნიერო პროგრესის წარმოჩენისათვის.

როგორ ფუნქციონირებს მთელი ეს სისტემა?

პროცედურა:

კომპანია ‘’X’’-ს შეაქვს  განცხადება ‘’Y’’აქტიური ნივთიერების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში. ევროკავშირის წევრ ამ კონკრეტულ ქვეყანას, ანუ მომხსენებელი წევრი ქვეყანა(RMS), შემდგომ ევალება მეცნიერული და ტექნიკური აღწერის წარდგენა აქტიური ინგრედიენტის შესახებ. RMS-ის მიერ მომზადებული კვლევის დრაფტ-ვერსია აქტიური ‘’Y’’ინგრედიენტის შესახებ კი ეგზავნება EFSA-ს, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციის შემდეგ ამზადებს მოხსენებას და საბოლოო შეფასებას, რაც იგზავნება ევროკომისიასთან.

  • EFSA-ს მიმოხილვის საფუძველზე, ევროკომისია იღებს გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს თუ არა ნივთიერება “Y”.
  • ევროკავშირის ყველა ქვეყნის წარმომადგენლისაგან შემდგარი მარეგულირებელი კომიტეტი კი ატარებს კენჭისყრას კომისიის წინადადებასთან დაკავშირებით “Y” აქტიური ნივთიერების შესახებ.
pesticidebi

კენჭისყრის შემდეგ კომისიის მიერ მიიღება გადაწყვეტილება  და ასევე ქვეყნდება დებულება აქტიური ნივთიერების „Y“-ის დამტკიცების ან აკრძალვის შესახებ.

ახალი აქტიური ნივთიერება, ჩვეულებრივ, დამტკიცებულია და დაშვებული მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში, ხოლო განახლებული განცხადება დამტკიცების შესახებ ეიძლება გაგრძელდეს 15 წლამდე.

pesticidebi

კენჭისყრის შემდეგ კომისიის მიერ მიიღება გადაწყვეტილება  და ასევე ქვეყნდება დებულება აქტიური ნივთიერების „Y“-ის დამტკიცების ან აკრძალვის შესახებ.

ახალი აქტიური ნივთიერება, ჩვეულებრივ, დამტკიცებულია და დაშვებული მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში, ხოლო განახლებული განცხადება დამტკიცების შესახებ ეიძლება გაგრძელდეს 15 წლამდე.

legenda
ruka

პესტიციდი უნდა შეფასდეს ევროკავშირის ერთ ქვეყანაში (ზონალური მომხსენებელი წევრი ქვეყანა – RMS) თითოეული იმ ზონიდან, სადაც ის გამოიყენება ან არსებობს გამოყენების პერსპექტივა.

  • ზონის სხვა წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ კომენტარის გაკეთება ზონალური RMS-ის შეფასებასა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
  • ზონალური RMS იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის მინიჭების ან უარის თქმის შესახებ.
  • სხვა წევრი სახელმწიფოები იმავე ზონაში იღებენ გადაწყვეტილებას ავტორიზაციის მინიჭების ან უარის თქმის შესახებ.

როდესაც პესტიციდი გამოსაყენებლად ნებადართულია ზონალობის წარმომადგენელ   ერთ წევრ სახელმწიფოშიც, მისი ავტორიზაცია შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს სხვა წევრ სახელმწიფოებში ურთიერთ აღიარების გზით.

მართალია, აქტიური ნივთიერებები დამტკიცებულია ევროკავშირის დონეზე, მაგრამ საბოლოო პროდუქტები ავტორიზდება ევროკავშირის თითოეული ქვეყნის სახელმწიფო მმართველობითი ორგანოების მიერ.

ევროკავშირის კანონმდებლობა წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს  უარი თქვან ან შეზღუდონ პესტიციდების გაყიდვა მათ ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი გარემოებიდან გამომდინარე.

წევრმა სახელმწიფოებმა საჭიროა ეტიკეტის მიხედვით სწორად გამოიყენონ ავტორიზებული პესტიციდები და გარემოს შემდგომი მონიტორინგით დაადასტურონ პროდუქტების კონტროლირებადი გამოყენება. კომისია რეგულარულად ამოწმებს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობის იმპლემენტაციას აუდიტის ჩატარებით, ნებისმიერი ხარვეზის მოკვლევით და ამ აუდიტის ანგარიშების გამოქვეყნებით.

მიმოხილვა

დამტკიცებული ნივთიერებები რეგულარულად განიხილვადია. 

ევროკომისიის, EFSA და სხვა წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით ბოლო 25 წლის განმავლობაში ევროპაში გამოყენებულ ყველა ნივთიერებასთან დაკავშირებით ჩატარებული საფუძვლიანი მიმოხილვის შედეგად, პესტიციდებში შემავალი უკვე დამტკიცებული აქტიური ნივთიერებების რაოდენობა შემცირდა 50%-ით.

ევროკავშირის განხილვის პროცესის დაწყებამდე ბაზარზე წარმოდგენილი იყო 1000-ზე მეტი აქტიური ნივთიერება, ამ დროისთვის კი ხელმისაწვდომია მხოლოდ 400 ნივთიერება, რომელთა 25%-ს წარმოადგენს მიკროორგანიზმები, მწერების ფერომონები და მცენარეული ექსტრაქტები.

ბევრი პესტიციდი, რომელიც რეგულარულად გამოიყენებოდა ფერმერების მიერ 25 წლის წინ, ამდროისთვის აღარ არის ავტორიზებული და უკვე ჩანაცვლდა უსაფრთხო პესტიციდებით ან სხვა არაქიმიური წამლობის მეთოდებით.

დაბალი რისკის მქონე ალტერნატივები

ნივთიერებები, რომლებიც რეგისტრირებულია, როგორც დაბალი რისკის მქონე და აკმაყოფილებენ სპეციალურ კრიტერიუმებს, კომისიის გადაწყვეტილებით უნდა სარგბლობდნენ ავტორიზაციის ბევრად უფრო სწრაფი პროცესით, რათა გაადვილდეს მათი იდენტიფიკაცია და სწრაფად მოხვდნენ ბაზარზე.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება ტენდენცია აქტიურ ნივთიერებებად მიკროორგანიზმებისა და მცენარეული ექსტრაქტების გამოყენების, რაც ამდროისთვის წარმოდგენილი პროდუქტების დაახლოებით 50%-ს წარმოადგენს.

უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქტიური ნივთიერება დამტკიცდება ან იქნება ხელახლა დამტკიცებული, როგორც დაბალი რისკის მქონე აქტიური ნივთიერება.

უწყვეტი კვლევისა და ბიოლოგიური აგენტების გამოყენების პრიორიტეტიზაციის წყალობით, მოსალოდნელია, რომ სამომავლოდ უფრო მეტი ალტერნატიული ტექნიკა იქნება შემუშავებული და ხელმისაწვდომი მცენარეთა დაცვისთვის.

საბოლოოდ, კომისია წევრ ქვეყნებს მიუთითებს იმ პრობლემურ ნივთიერებებზე, ე.წ. „ჩანაცვლების კანდიდატებზე“, რომლებიც უნდა შეიცვალონ ნაკლებად ტოქსიკური ალტერნატივებით.

შეზღუდვები: მაგალითები

2013 წელს კომისიამ შეზღუდა ნეონიკოტინოიდების გამოყენება ფუტკრების დასაცავად.

ცოტა ხნის წინ, 2016 წელს, კომისიამ ევროკავშირის დონეზე აკრძალა საშიში კოფორმულანტი, რომელიც გამოიყენებოდა აქტიურ ნივთიერება გლიფოსატთან ერთად, რითაც შეახსენა წევრ სახელმწიფოებს მათი ვალდებულება, რომ შეზღუდონ პესტიციდების გამოყენება ზოგიერთ რაიონში (პარკებისა და სათამაშო მოედნების მიმდებარედ).

პესტიციდების გამოყენება

პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებით ევროკავშირმა პესტიციდების მდგრადი გამოყენების დირექტივაში (SUD) დაადგინა წესები, რათა შეამცირებულიყო პესტიციდების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი რისკები და მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, რაც ხელს შეუწყობს ალტერნატიული მიდგომების დანერგვას ან ისეთი ტექნიკების გამოყენებას, მაგალითად, რისი შედეგიცაა დაბალი რისკის მქონე პესტიციდების ან პესტიციდების არაქიმიური ალტერნატივების მიღება. ეს უკანასკნელი კი ისევე მოიცავს მავნებელთა ინტეგრირებულ მართვას, როგორც – ორგანული მეურნეობა. წევრმა სახელმწიფოებმა კი ხელი უნდა შეუწყონ მავნებლების მართვას პესტიციდების დაბალი შემცველობით, რა დროსაც შესაძლებელია უპირატესობა მიანიჭონ არაქიმიურ მეთოდებს ინტეგრირებული დაცვის მეთოდებითა და ორგანული მეურნეობის გამოყენებით.

2015 წლის მონაცემებით EU-28-ში ორგანული მეურნეობების საერთო ფართობი იყო 11.1 მილიონი ჰექტარი (მთლიანი ტერიტორიის  6.4% კი გამოყენებული იყო, როგორც სახნავი მიწია) და არსებობდა მოლოდინები, რომ ეს ტერიტორია გაიზრდება მომდევნო წლებში.

2010 წლიდან 2015 წლამდე ორგანული ფართობები 21%-ით გაიზარდა

ეროვნულმა ხელისუფლებებმა უნდა მოახერხონ თავიანთი კანონმდებლობის მორგება მდგრადი გამოყენების დირექტივების მიზნების შესაბამისად, მაგრამ ისინი არიან სრულიად თავისუფალი იმაში, თუ როგორ განახირციელებენ ყოველივე ამას.

  კომისიამ გააკეთა მოხსენება  ევროკავშირის ქვეყნებისთვის ამ სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით და დაადგინა სამომვალოდ გადასადგმელი პრიორიტეტული ნაბიჯები არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

ძირითადი აქტივობები პესტიციდების უსაფრთხო და მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებით

  • საერთაშორისო სამოქმედო გეგმა;
  • სწავლა-გადამზადება;
  • ინფორმაციულობისა და ცნობიერების ამაღლება;
  • საჰაერო წამლობის აკრძალვა;
  • გამოსაყენებელი აღჭურვილობის ინსპექტირება;
  • მავნებელთა ინტეგგრირებული მართვა.

მონიტორინგი ევროკავშირის ქვეყნების მიერ

ეროვნული მთავრობები წარმოადგენენ მათ, ვინც წყვეტს რა პროდუქტების (PPP) შეიძლება გაიყიდოს, რა ფორმულაცია შეიძლება ჰქონდეს ამ პროდუქტებს და როგორ შეიძლება მათი რეალურად გამოყენება აღნიშნულ სფეროებში. ისინი ასევე მონაწილეობენ დადგენილი წესების განხორციელებაში და მონიტორინგის გზით აკონტროლებენ პესტიციდების სწორად გამოყენებას.

ევროკავშირს აქვს  ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად PPP მარეგულირებელი სტრუქტურები მსოფლიოს მასშტაბით.

კარგი პრაქტიკის მაგალითები

პესტიციდების გამორეცხვის შეფასების პროგრამის ფარგლებში დანიაში ავტორიზებული პესტიციდები გამოიყენება ექვს წარმომადგენლობით საცდელ ნაკვეთზე ნორმალური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შესაბამისად, რასაც შემდგომ მოჰყვება ინტენსიური მონიტორინგი იმის დასადგენად, რამდენად არსებობს ნიშნები და საფრთხეეები პესტიციდების ან მათი მეტაბოლიტების მიწისქვეშა წყლებში გაჟონვისა.ამ პროგრამის შედეგად, დანიაში უწინ რეგისტრირებული პესტიციდების მცირე რაოდენობას გაუუქმდა ავტორიზაცია, ხოლო დანარჩენების შემთხვევებში შეიცვალა მათი გამოყენების პირობები და მეთოდები.დანია თვლის, რომ ეს პროგრამით გათვალისწინებული პესტიციდების ავტორიზაციის სისტემა უზრუნველყოფს და იძლევა მნიშვნელოვან გარანტიებს იმისა, რომ ავტორიზებული პესტიციდები არ გამოიწვევს მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას.

ნიდერლანდებში, იმ შემთხვევებში, როდესაც მონიტორინგის მონაცემები გამოავლენს პესტიციდების პრობლემატურ ემისიას ზედაპირულ წყლებში, ხელისუფლებამ შეიძლება მოითხოვოს პროდუქტის ავტორიზაციის მფლობელისგან „ემისიის შემცირებელი სამოქმედო გეგმის“ წარდგენა და განხორციელება.

პესტიციდების ნარჩენები საკვებში

პესტიციდების კვალს დამუშავებულ პროდუქტებში  “residues” – “ნარჩენები” ეწოდება. საკვებში აღმოჩენილი ნარჩენების რაოდენობა უსაფრთხო უნდა იყოს მომხმარებლებისთვის და წარმოდგენილი უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი კონცენტრაციით. “ნარჩენების მაქსიმალური დონე” – MRL – არის პესტიციდის ნარჩენების ზედა ზღვარი, რომლის არსებობაც ნებადართულია საკვებში ან საკვებ პროდუქტებში.

EFSA-ს სამეცნიერო რჩევებზე დაყრდნობით ევროკომისია აფიქსირებს და ამტკიცებს MRL-ს, ანუ “ნარჩენების მაქსიმალური დონეს” ყველა საკვები პროდუქტისთვის, რაც შეგიძლიათ იხილოთ MRL მონაცემთა ბაზაში. ამჟამად არსებული MRL-ების მიმოხილვა ხორციელდება EFSA-ს და კომისიის მიერ, რათა დამოწმდეს, რომ ყველა დონე შეესაბამება უახლეს სამეცნიერო განვითარებას და უკვე არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

საშუალოდ, 80 000 ნიმუში ანალიზდება MRL-ის მიერ ყოველწლიურად.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპული ინსტიტუტები (პირველ რიგში, კომისია და 2007 წლიდან უკვე EFSA) აქვეყნებენ ყოველწლიურ ყოვლისმომცველ ანგარიშს საკვებსა და საკვებში პესტიციდების ნარჩენების დონისა და ევროპელ მომხმარებლებში პესტიციდების ნარჩენების ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

 

ყოველწლიური ანგარიშები მუდმივად აჩვენებდა, რომ საკვების აბსოლუტური რაოდენობა (97%) ნარჩენებს შეიცავს ნორმის ფარგლებში. EFSA და კომისია ერთობლივად მუშაობს მეთოდოლოგიაზე, რომლის მეშვეობითაც შეაფასებენ პესტიციდთა ნარჩენების ეფექტს - ზოგიერთ მათგანს მსგავსი ეფექტი აქვს, რის გამოც ისინი შესაძლოა მოხვდნენ საკვებში. მეთოდოლოგია სამომავლოდ კიდევ უფრო გააუმჯობესებს და დახვეწს პესტიციდების რისკის შეფასებას.

Shopping cart