Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

jansagi-niadagi

ორგანული მეურნეობა და ჯანსაღი ნიადაგი

ორგანული მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ნიადაგის დაცვა და შენარჩუნება მის ბუნებრივ მდგომარეობაში. ამიტომაც ორგანული მეურნეობა ტრადიციების, ინოვაციებისა და მეცნიერების გაერთიანებით ცდილობს იზრუნოს როგორც ნიადაგზე და მასში მცხოვრებ ორგანიზმებზე, ისე – დანარჩენ ცოცხალ ბიომზე.

tyis-mcenare

ორგანული მეურნეობის სარგებლიანობა:

  • ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება მისი ნაყოფიერებისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების გზით, რაც მოაზრებს ორგანული ნივთიერებების: მწვანე სასუქის, კომპოსტისა და სასოფლო-სამეურნეო ორგანული სასუქის ხშირ მიწოდებას ნიადაგის მდგრადი საფარის განვითარებისთვის. ორგანული სოფლის მეურნეობის სისტემები აერთიანებს კულტურებსა და ცხოველებს, რაც შესაძლებელს ხდის გადაძოვით გამოწვეუი ზიანის შემცირებას და ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების გადამუშავებას ფერმაში.
  • ნიადაგის დაცვა ქარისა და წყლის ეროზიისგან დივერსიფიცირებული ნიადაგის საფარითა და აგრომეტყევეობის დახმარებით, რითაც უმჯობესდება ნიადაგის ხარისხი, ხდის მას უფრო სტაბილურსა და უკეთესი ტექსტურის მქონეს.
  • ორგანული ნივთიერებების მაღალი რაოდენობის შემცველობითა და ნიადაგის მუდმივი საფრით, მაგალითად, როგორიცაა მწვანე საფარი კულტურები ან მულჩი, სარწყავად საჭირო წყლის რაოდენობის შემცირება, რაც აუმჯობესებს ნიადაგში წყლის შეღწევადობასა და ტენის შეკავების უნარს.
  • ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მოხმარების შემცირება და ნიადაგის შემდგომი დამლაშების რეგულირება წყლის შეკავების უნარიანობის გაზრდით, ასევე წყლის აორთქლების შემცირებითა და მშრალ ადგილებში შესაფერისი მიკროკლიმატის შექმნით დივერსიფიცირებული ორგანული აგრო-ტყის სისტემების შემუშავება, რითაც შესაძლებელი გახდება ატმოსფერული ტენის მოზიდვა და შენარჩუნება.
  • მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურების შემცირება სინთეზური პესტიციდებისა და სასუქების გამოყენებისგან თავშეკავებით, რითაც შესაძლებელი გახდება მშრალ ადგილებში არსებული მცირე წყალსატევების დაცვა პესტიციდების დაბინძურებისგან, ასევე ნიტრატებითა და ფოსფატებით ნიადაგის გამოტუტვის თავიდან არიდება.

ორგანული სოფლის მეურნეობა ხელს უწყობს სათბურის ეფექტისა და გლობალური დათბობის ეფექტის შერბილებას ნიადაგში ნახშირბადის დაგროვების უნარით. ორგანული სოფლის მეურნეობის მიერ გამოყენებული პრაქტიკები (მაგალითად: ნიადაგის მინიმალური დამუშავება, ნიადაგში მოსავლის ნარჩენების დაბრუნება, საფარი კულტურების გამოყენება, როტაცია და აზოტის მაქიქსირებელი პარკოსნების მეტი ინტეგრაცია) ხელს უწყობს ნახშირბადის დაბრუნებას ნიადაგში, ზრდის მცენარის პროდუქტიულობას და ხელს უწყობს ნახშირბადის აკუმულირებას ნიადაგში.

ორგანული სოფლის მეურნეობა ფერმერებს ეხმარება ადაპტირდნენ კლიმატის ცვლილებასთან, რადგან ორგანული მეურნეობა ხელს უშლის ნიადაგში საკვები ნივთიერებების და წყლის დაკარგვის პროცესს ორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობისა და ნიადაგის საფარის გამო, რითაც ნიადაგი ბევრად უფრო მდგრადია წყალდიდობის, გვალვისა და მიწის დეგრადაციის პროცესების მიმართ.

niadagi
barva

ორგანული მეურნეობის ხელშეწყობა ნიშნავს, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ნიადაგის ფორმირებას

  • მთავრობებმა უნდა შეიმუშაონ პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ნიადაგის დეგრადაციის პროცესების შეჩერებას და დეგრადირებული მიწების წარმოებაში დაბრუნებას, უფრო კონკრეტულად კი ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
  • დონორმა და განვითარების სააგენტოებმა, მაგალითად, როგორებიცაა: FAO, UNEP, IFAD, GEF, მსოფლიო ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი, უნდა განავითარონ ორგანული სოფლის მეურნეობის პროგრამები, რომელებიც დაფუძნებულია ურთიერთობის, ცნობიერების და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე, განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობიარე რეგიონებში.
  • მდგრადი განვითარების მიზნების შემოთავაზებული პუნქტების – 2.4 და 3.9, შესაბამისად, გაეროს ორგანოებმა უნდა წაახალისონ მთავრობები, რათა მათ მიიღონ მიწის მდგრადი მართვის ტექნიკა, რომელიც გამოიყენება ორგანული სოფლის მეურნეობაში მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისასათვის.
  • კვლევის ინსტიტუტებმა და ქსელებმა უნდა შეაგროვონ და დაამუშაონ მონაცემები ნიადაგის ორგანული ნახშირბადის შესახებ, განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ფერმერული სისტემების შედარებისა და ნიადაგის ორგანული ნახშირბადის მარაგების შესახებ, რაც გადამწყვეტია ფერმერული პრაქტიკებისთვის ნახშირბადის სეკვესტრირების მაჩვენებლების დასადგენად.

ტექსტი მომზადებულია IFOAM ORGANICS INTERNATIONAL წყაროებზე დაყრდნობით.

Shopping cart