Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

biomravalferovneba

ორგანული მეურნეობა და ბიომრავალფეროვნება

ორგანული მეურნეობა არის წარმოების სისტემა, რომელიც მხარს უჭერს ნიადაგის, ეკოსისტემების და ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ის ეფუძნება ეკოლოგიურ პროცესებს, ბიომრავალფეროვნებას და ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებულ ციკლებს, ნაცვლად მავნე ზემოქმედების მქონე საშუალებების გამოყენებისა. ორგანული სოფლის მეურნეობა აერთიანებს ტრადიციას, ინოვაციას და მეცნიერებას, რათა ხელი შეუწყოს სამართლიან ურთიერთობებს და ცხოვრების კარგ ხარისხს ყველა ჩართული მხარისთვის. 

ბიომრავალფეროვნება, ანუ დედამიწაზე არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნება, წარმოადგენს ფუნდამენტს ყველა აგრარული მიმართულებისთვის. ის მხარს უჭერს ჩვენი საკვების მიწოდების პროცესს ნიადაგიდან მის მომხმარებელ ცოცხალ ეკოსისტემამდე.

salatis-potoli

სოფლის მეურნეობა ყოველთვის სარგებლის მომტანი არ იყო ბიომრავალფეროვნებისთვის:
peplebi

კვლევები ადასტურებს, რომ ორგანულ სისტემას შეუძლია ბიომრავალფეროვნების მდგრადობის შენარჩუნება:
  • მსოფლიოს მასშტაბით უკანასკნელი 300 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობამ საძოვრების გაფართოების გამო 500%-ით  შეამცირა ველური სახეობების ჰაბიტატი.
  • სოფლის მეურნეობას მიცვა სენსიტიური ეკოსისტემები და იქონია მნიშვნელოვანი ეფექტი ბიომრავალფეროვნებაზე, რაშიც ნახშირბადის დაგროვებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
  • სოფლის მეურნეობისთვის ტროპიკული ტყეების ყოველწლიური გაჩეხვა იწვევს დაახლოებით 5-10 მილიონი ჰა ტყის დაკარგვას.
  • ჰაბიტატის დაკარგვა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში წარმოადგენს სახეობების გადაშენების ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, ხოლო ეს პრობლემა არსებული სახეობების 85-90%-თვის ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია, როგორც მთავარი საფრთხე და სხეობები IUCN–ის მიერ აღწერილნი არიან, როგორც „საფრთხის ქვეშ“ ან „გადაშენების პირას“ მყოფნი.   
  •  უზრუნველყოფს მეურნეობებში ნაპოვნი ველური სახეობების საკვებითა და თავშესაფრით დაკმაყოფილებას, რითაც ზრდის მათ რაოდენობასა და სახეობრივ მრავალფეროვნებას.
  • აგრობიომრავალფეროვნების მაღალი დონის შენარჩუნება და მხარდაჭერა.
  • მხარს უჭერს შენარჩუნებას ჯანსაღი ნიადაგისა და ნიადაგის ფაუნის, მაგალითად, ჭიაყელების არსებობას.
  • ამცირებს წყლის დაბინძურების რისკს.
  • სიცოცხლით სავსე ეკოსისტემები და იმის გარანტირებული უზრუნველყოფა, რომ ისინი არ განადგურდება ან ”გაიწმინდება” სასოფლო -სამეურნეო სავარგულების შემდგომი გაფართოების მიზნით.
futkari
კონვენციურ მეურნეობას აქვს მაჟორული ეფექტი გარემოზე:
  • საირიგაციო სისტემა გადატუმბავს წყალს იმაზე უფრო სრწაფად, ვიდრე ენერგიით ხელახლა დაიმუხტვა მოხერხდება.
  • ტოქსიკური ჰერბიციდები და ინსექტიციდები აკუმულირდებიან ნიადაგში და ზედაპირულ წყლებში.
  • ქიმიური სასუქები მინდვრებიდან გადადიან სარწყავ სისტემაში, წყალში კი წარმოქმნიან მავნე ბუშტუკებს, რაც აზიანებს ჟანგბადის წარმომქმნეელ მიკროორგანიზმებს, ეს კი იწვევს წყლის ეკოსისტემისა და თევზების დაღუპვას.
  • აზოტის შემცველი ნაწილაკები ოკეანეში გადასვლისას ქმნიან დიდ მკვდარ ზონებს, სადაც წყლის ორგანიზმებს გადარჩენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
  • მაღალმოსავლიანი, ჩვეულებრივი კულტივატორული სისტემა ამცირებს გენეტიკურად მრავალფეროვან სახეობებს, რომლებიც გამოიყენება სოფლის-მეურნეობაში.
  • სასოფლო-სამეურნეო მცენარეების 75%-ის მრავალფეროვნება (აგრობიომრავალფეროვნება) გაქრა და განადგურდა უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში.
  • ასევე მცირდება ცხოველების აბორიგენული ჯიშები იმის გათვალისწინებით, რომ ყოველკვირეულად შინაური ცხოველების მინიმუმ ერთი ჯიში ქრება, ანუ გადაშენდება, ხოლო ჩამოთვლილი ჯიშების 25% -ზე მეტი გადაშენების რისკის ქვეშ იმყოფება.
  • დადგენილია, რომ მიუხედავად არსებული ორივე გარემოსდაცვითი ღირებულებისა, პირველი, ზემოქმედება ველურ ბუნებაზე: დამბინძურებლებზე, ბუნებრივ მტრებზე, საბადურებზე, წყალზე, რეზისტენტობის გამომუშავებაზე და, მეორე, სოციალურ ღირებულებებზე, ანუ ადამიანების მოწამვლასა და დაავადებებზე, პესტიციდების მოხმარება ყოველწლიურად აღწევს დაახლოებით 8 მილიარდ აშშ დოლარს.
 
მდგრადი ტექნიკისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის ინფოამი მოუწოდებს საზოგადოებას:
  • კვების კომპანიებმა პრიორიტეტი მიანიჭონ და წაახალისონ ის მწარმოებლები, რომლებიც იყენებენ მეთოდებს ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.
  • დავიცვათ ფერმერების უფლებები, რათა მათ შეძლონ განავითარონ, გადაცვალონ, გაყიდონ და შეინახონ თესლი.
  • მხარი დავუჭიროთ იმ დონორებს და მთავრობებს, რომელთაც შეუძლიათ ისეთი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითრება, რაც ატარებს ‘’ორგანულ პოლიტიკას’’ და ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას.
  • გავაცნოთ საზოგადოებას დამბინძურებლის-გადამხდელის პრინციპები სოფლის მეურნეობის სექტორში, რათა ავარიდოთ დამაზიანებელი ეფექტი ბიომრავალფეროვნებას.

ტექსტი მომზადებულია IFOAM ORGANICS INTERNATIONAL წყაროებზე დაყრდნობით.

Shopping cart