Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

ორგანული მეურნეობა და პესტიციდები

ორგანული მეურნეობა არის წარმოების ისეთი მეთოდი, რომელიც ინარჩუნებს ნიადაგისა და ეკოსისტემის  მდგრადობეს და ხალხის ჯანმრთელობას. ის ეფუძნება ეკოლოგიურ პროცესებს, ბიომრავალფეროვნებასა და ციკლებს,  რომლებიც ადაპტირებულია ადგილობრივ პირობებზე და არ გვიწევს არასასურველი შედეგების საშუალებების  გამოყენება. ორგანული მეურნეობა აერთიანებს ტრადიციულ, ინოვაციურ საშუალებებსა და მეცნიერებას გარემოს  საერთო სარგებლისთვის, რათა ხელი შეეწყოს მასში არსებული სიცოცხლის თანაბარ და სასურველ გავითარებას.

პესტიციდები არის ერთადერთი ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც მიზანმიმართულად ვრცელდება  გარემოში, რათა გაანადგუროს ცოცხალი ორგანიზმები. მათში მოაზრება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც  ანადგურებენ სარეველებს (ჰერბიციდი), მწერებს (ინსექტიციდი), სოკოებს (ფუნგიციდი), მღრღნელებს  (როდენტიციდი) და სხვ. ტოქსიკური პესტიციდების გამოყენება მავნე ორგანიზმების გასაკონტროლევლად მთელ  მსოფლიოში ჩვეულებრივი ღონისძიებაა. პესტიციდები გამოიყენებიან ყველგან – არა მხოლოდ აგრონომიაში, არამედ  სახლებშიც, პარკეპშიც, სკოლებშიც, შენობებშიც, ტყეებშიც და გზებზეც, იმის მუხედავად, რომ მათ აქვთ გავლენა  როგორც ჩვენ ჯანმრთელობაზე, ისე გარემოზე.

ბაზარზე არსებული პესტიციდების უმეტესობის უსაფრთხოება არ არის სათანადოდ გამოცდილი. მარეგულირებელი  ორგანოები ხშირად უგულებელყოფენ მრავალჯერადად გადამოწმებულ სამეცნიერო კვლევებს და კვლევებს  პესტიციდების ზიანის შესახებ.

shewamlva

პესტიციდები და ადამიანის
ჯანმრთელობა

პესტიციდები დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის მრავალ ზიანთან, ეს შეიძლება იყოს, როგორც მცირე დროის: თავის ტკივილი, გულისრევა, ისე ქრონიკული: სიმსივნე, რეპროდუქტიულობის ზიანი, დაბადების დეფექტი, აუტიზმი, პარკინსონის დაავადება, დიაბეტი, ენდოკრიუნული დარღვევა და სხვ. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგნიზაციის შეფასების მიხედვით, ყოველწლიურად 3 მილიონამდე მოწამვლა ფიქსირდება, რომლიდან 220 000 სიკვდილით მთავრდება, ძირითადად განვითარებად ქვეყნებში. ბავშვებს ახალგაზრდა, მზარდი ორგანიზმი აქვთ განსაკუთრებულად მგრძნობიარები არიან პესტიციდების უარყოფითი ეფექტის მიმართ. ნივთიერები ძირითადად ადმინისტრირებულია მაშინ, როდესაც ლაბორატორიული ცხოველები უკვე ზრდასრულები არიან. ეს მეთოდოლოგია ვერ განსაზღვრავს ზუსტ შედეგს ჩანასახოვან სიცოცხლეზე, ბავშვებზე და ხანგრძლივი შედეგების შემთხვევაში. ბავშვები, იზრდებიან კონვენციურ ფერმებში და რუტინულად აქვთ პესტიციდებთან შეხება. მონაცემების მიხედვით ბავშვებში სიმსივნის ზრდა დაკავშირებულია მათი მშობლების პესტიციდებთან შეხებასთან.

პესტიციდები და გარემო

პესტიციდები გამოიყენება მსოფლიოში უკვე დაახლოებით 100 წელი, რაც ხელს უწყობს არახელსაყრელ დაბინძურებას. დღეს თითქმის ყველა პესტიციდი შეიძლება აღმოვაჩინოთ წვიმაში, ნისლში, ჰაერში ან  თოვლში წლის სხვადასხვა დროს. წამლობა არ  არის ყოველთვის ზუსტი. ინსექტიციდების 98% და ჰერბიციდების 95% ცდება სამიზნეს და მოქმედებს სხვა ორგანიზმებზე. პესტიციდებმა შეიძლება დააზიანოს ისეთი ორგანიზმები, როგორიცაა სასარგებლო მწერები, თევზები, არასამიზნე მცენარეები. კვების ჯაჭვის უმაღლეს საფეხურზე მყოფ ცხოველებზე შეინიშნება ყველაზე ცუდი მოქმედება, რადგან ისინი ღებულობენ ყველაზე კონცეტრირებულ ტოქსინებს (ბიოამფლიპიკაცია) რაც იწვევს ზემდგომი პოპულაციის შემცირებას. ზოგიერთი ჰერბიციდი ამცირებს თესლის ხარისხს და დაავადების ათვისებას, რაც ზრდის მცენარის სახეობის განადგურების რისკს. სხვა პესტიციდებმა შეიძლება გამოიწვიოს ველთან ან შენობებთან ახლოს მყოფ წყლის გზებში თევზებთა სიკვდილი.

pesticidi

კვლევების მიხედვით, გარკვეული ინსექტიციდები უარყოფითად მოქმედებს ცხოველების იმუნიტეტზე და მათი რეპროდუქტიული ორგანოების განვითარებაზე. ჩამონადენს შეუძლია, პესტიციდების წყლის გარემოში, ხოლო ქარს სხვა ველებში, ხალხით დასახლებულ ადგილებსა და განუვითარებელ ადგილებში გავრცელება.
მოსახლეობისთვის წყლის დაბინძურების პრობლემა იზრდება  ნიადაგში ჩაჟონვისა და გამოტუტვის გამო. გრუნტის წყლების პესტიციდებით დაბინძურება არის მსოფლიო პრობლემა. თუ გრუნტის წყლები ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურდა, მათ დაშლას და წყლის გაწმენდას წლები დასჭირდება. გაწმენდა ასევე შეიძლება იყოს საკმაოდ რთული, თუ არა შეუძლებელი. უხარისხო წარმოება, ტრანსპორტი, შენახვა და სხვა ქმედებებს ასევე მივყავართ დაბინძურებისკენ. დროთა განმავლობაში პესტიციდების განმეორებითი გამოყენება ზრდის სამიზნის რეზისტენტობას, პესტიციდებს ასევე შეუძლია დააზიანოს სამიწათმოქმედო ნიადაგი, სასაგებლო მწერები, მიკროორგანიზმები, ჭიები, რომლებიც ბუნებრივად ამცირებენ მავნე ორგანიზმების რაოდენობას და უნარჩუნებენ ნიადაგს დადებით თვისებებს. საბოლოოდ, ყოველივე აზიანებს მცენარის ფესვთა სისტემას, იმუნიტეტს და ამცირებს ისეთ აუცილებელ ნივთიერებებს, როგორიცაა ფოსფორი და აზოტი.
კომერციულმა მეფუტკრეებმა დაკარგეს თავიანთი კოლონიების ნახევარი ბოლო ათწლედის განმავლობაში. ნეონიკოტინოიდები და კუმაფოსი ანელებს ფუტკრებს და ავიწყებს ყვავილების სუნს. ამ ორი ნივთიერების ერთდროულად გამოყენება იწვევს უფრო მეტ ზიანს ვიდრე ცალ-ცალკე.

ორგანული მეურნეობა და მიდგომა პესტიციდების მიმართ

ორგანულ მეურნეობაში არ გამოიყენება საზიანო, სინთეტიკური პესტიციდები. ორგანულ სისტემები გულისხმობს სამიწათმოქმედო ნაკვეთებში ნიადაგების ნაყოფიერების შენარჩუნებასა და გაზრდას და ასევე მავნე ორგანიზმებთან ბრძოლას. მრავალი ორგანული მეურნეობისთვის განკუთვნილი სამუშაო გამოიყენება სხვა ფართოდ გავრცელებული აგრარულ სისტემებში, მთავარი განსხვავება მათში მართვაა. ორგანული მეურნეობის დროს მთავარი ყურადღება ექცევა ნიადაგს, მიკროფლორას, მცენარეებისა და ცხოველების სისტემას, რასაც გავლენა აქვს აწმყო და მომავალ მოსავალზე. ორგანულ მეურნეობაში ყურადღება ექცევა ბიოლოგიური პროცესების გააქტიურებით ნივთიერებების ათვისებასა და მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლაში. პესტიციდთა უმეტესობა იკრძალება ორგანულ მეურნეობაში, რადგან მათ შეუძლიათ შეაფერხონ ეს პროცესები. ორგანულ მეურნეობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციულ ღონისძიებებს, რომლებსაც თან ახლავთ პროცესები, რომლებიც ეხმარება ნივთიერებათა ათვისებასა და მავნე ორგანიზმებთან ბრძოლაში. სარეველების და მავნე ორგანიზმებისგან გამოწვეული პრობლემების გადაჭრის მთავარ ხერხს წარმოადგენს სამიწათმოქმედო კულტურული მეთოდები და არა პესტიციდების გამოყენება. ორგანულად მოყვანილი პროდუქტი და მეთოდები ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობის საწინდარია .

რეკომენდაცია

კანონმდებლებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ პესტიციდების გამოცდის სიმკაცრეს, მათ შორის პესტიციდებს შორის სინერგიასაც. პესტიციდები, რომლებიც ადამიანებს აყენებს ზიანს უნდა იყოს უგულებელყოფილი. მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა შეომიღონ კანონები დამბინძურებლის დაჯარიმების პრინციპზე. სადაც საჭიროა, მომუშავე პერსონალისთვის უნდა იყოს განკუთვნილი სრული დაცვა პესტიციდების მწვავე და ქრონიკული მოწამვლისგან.

pepela

ტექსტი მომზადებულია IFOAM ORGANICS INTERNATIONAL წყაროებზე დაყრდნობით.

Shopping cart