Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

რისთვის არის საჭირო ელემენტი N?

აზოტი მნიშვნელოვანია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, არის ამინომჟავებში უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. აზოტი ნუკლეინის მჟავებში წარმოქმნის პირიმიდინის და პურეინის ფუძეებს. მასზე არის დამოკიდებული მცენარის, ნაყოფისა და მწვნე მასის ზრდა, ცილების, ფერმენტებისა და ქლოროფილის სინთეზი და ფიტოჰორმონების ბალანსი.

რა ხდება ნაკლებობის დროს?

ელემენტის ნაკლებობის დროს ფერხდება მცენარის ზრდა, ვეგეტატიური გავითარება, ნაყოფის ფორმირება. ქვედა იარუსის ფოთლებს ეძლევათ მოწითალო-მოყვითალო შეფერილობა.

რა შემთხვევაშია დეფიციტის დიდი ალბათობა?

თავისუფალი წყალი მარტივად იწვევენ ელემენტის ჩარეცხვას. ჰუმუსის და ხრწნადი ნივთიერებების შემცირება გარემოში იწვევს აზოტის სიმცირეს. ქვიშნარ, მსუბუქ და ძლიერად მჟავე ან ტუტე ნიადაგებში შეინიშნება ელემენტის დეფიციტი.

Shopping cart