Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

2022 წლის ოქტომბრის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით

fall-3089995_1280
ოქტომბრის თვეში სასურველია, რომ სრულად აიღოთ კომბოსტოს მოსავალი. პარალელურად იზრუნოთ პრასისა და ხახვის მოსავლის აღებაზე. აღებული მოსავალი უნდა დაბინაოთ სარდაფში ან საწყობში, რადგან დაყოვნების პროცესი  პრასში ზრდის ვიტამინების შემცველობას. რაც შეეხება ზამტრის ნიორს, სარგავი კვლების მომზადება უკვე უნდა დაიწყოს სექტემბერში, თუმცა ვერმოხერხების შემთხვევაში, ოქტომბრის დასაწყისშიც შეგიძლიათ იზრუნოთ ამაზე. ირგვება ნივრის კბილები, რომლებიც უნდა დაფესვიანდნენ. ყინვის დაწყებამდე კი რეკომენდებულია ნარგავების მულჩით დაფარვა. მწვანილის შემთხვევაშ კი თესვა სასურველია, მანამ მოასწროთ, სანამ ნიადაგის ტემპერატურა ჯერ კიდევ მაღალია 2-3 C0-ზე.ოქტომბრის თვეში ასევე სასურველია, რომ შეამოწმოთ უკვე დასაწყობებული მოსავალი დაავადბებისგან და დაზიანებისგან თავი არისების მიზნით.

სათბურებში კიტრისა და პამიდვრის მოსავლის საბოლოოდ აღების შემდეგ საჭიროა, რომ ნარჩენები გაიტანოთ სათბურიდან და შეუდგეთ მის მომზადებას შემდგომი თესვისათვის.

01-02 ოქტომბერი ♐🌒

მშვილდოსანი (პარასკევის 07:05-დან — კვირის 10:39-მდე)

ზამთრის ნივრის, ხახვის დარგვა.

მცენარეების თესლის შეგროვება. ბოლქვინი მრავალწლოვანი კულტურების დარგვა.

02-04 ოქტომბერი ♑🌒

თხის რქა (კვირის 10:39-დან — სამშაბათის 13:22-მდე)

ზამთრის ნივრის, ხახვის დარგვა. ბოლქვინი მრავალწლოვანი კულტურების: ტიტების, ნარცისების და სხვ. დარგვა.

04-06 ოქტომბერი

მერწყული (სამშაბათის 13:22-დან — ხუთშაბათის 15:48-მდე)

მცენარეების თესლის შეგროვება.

ნიადაგის საშემოდგომო დამუშავება-კულტივაცია.

ნაკვეთის გასუფთავება. რიგების მომზადება ზამთრის კულტურებისთვის.

06-08 ოქტომბერი

თევზები (ხუთშაბათის 15:48-დან — შაბათის 18:59-მდე)

ნაკვეთის გასუფთავება.

რიგების მომზადება ზამთრის კულტურებისთვის. მრავალწლიანების მულჩირება და სხვლა.

08-11 ოქტომბერი

ვერძი (შაბათის 18:59-დან — სამშაბათის 10:05-მდე)

სავსემთვარეობის პიკი: 09.10.22, 23:56 სთ სავსემთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

11-13 ოქტომბერი

კურო (სამშაბათის 10:05-დან — ხუთშაბათის 08:09-მდე)

ფესურიანი მცენარეების მოსავლის აღება.

ხეხილოვანი ხეების და ბუჩქების დარგვა. რიგების მომზადება ზამთრის კულტურებისთვის.

13-16 ოქტომბერი

ტყუპები (ხუთშაბათის 08:09-დან — შაბათის 19:12-მდე)

ნაკვეთის გასუფთავება მცენარეების ნარჩენებისგან, სათბურის გაწმენდა. მრავალწლიანების მულჩირება და სხვლა.

15-18 ოქტომბერი

კირჩხიბი (შაბათის 19:12-დან — სამშაბათის 07:46-მდე)

მრავალწლიანი კულტურების თესლის სტრატიფიკაცია დათესვამდე. მრავალწლიანების მულჩირება და სხვლა.

18-20 ოქტომბერი

ლომი (სამშაბათის 07:46-დან — ხუთშაბათის 19:27-მდე)

ხეხილოვანი ხეების და ბუჩქების დარგვა. ნიადაგის მულჩირება.

20-23 ოქტომბერი

ქალწული (ხუთშაბათის 19:27-დან — კვირის 04:25-მდე) 

მრავალწლიანი კულტურების თესლის სტრატიფიკაცია დათესვამდე. ხეხილოვანი ხეების და ბუჩქების დარგვა თბილი ამინდის პირობებში.

23-25 ოქტომბერი

სასწორი  (კვირის 04:25-დან — სამშაბათის 10:20-მდე)

ახალმთვარეობის პიკი: 25.10.22, 13:50 სთ

ახალმთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

26-28 ოქტომბერი

მორიელი (სამშაბათის 10:20-დან — ხუთშაბათის 13:56-მდე)

ახალმთვარეობის პირველი დღეები. მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

27-29 ოქტომბერი

მშვილდოსანი (ხუთშაბათის 13:56-დან  — შაბათის 16:23-მდე)

თესლის შეგროვება. ბაღის შემდადება ზამთრისათვის.

29-31 ოქტომბერი

თხის რქა (შაბათის 16:23-დან — ორშაბათის 18:44-მდე)

მრავალწლიანი კულტურების თესლის სტრატიფიკაცია დათესვამდე.

ნიადაგის ტემპერატურის +2 C0-ზე ყოფნის შემთხვევაში ზამთრის ნივრის, პრასის და სხვა ბოლქვოვნების დარგვა.

მოცემული კალენდარი წარმოადგენს ზოგად რეკომენდაციებს აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეების შესახებ მთვარის კალენდარის მიხედვით. ხოლო დღეების მიხედვით ჩაშლილი რეკომენდაციები მორგებულია პერმაკულტურითა და მებაღეობით დაინტერესებული ფერმერებზე.

Shopping cart