2022 წლის ნოემბრის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით
ნოემბრის თვეში მოსალოდნელი სიცივეებისგან მცენარეების დასაცავად სასურველია, რომ მომარაგებული გქონდეთ მულჩი ან კომპოსტი ნათესების ან ნარგავების დაზიანების თავიდან ასარიდებლად. თუ კი ოქტომბერში ვერ მოახაერხეთ სათბურში ნიადაგის გამოცვლა, რაც პათოგენებსია და დაავადბების ბუდედ შეიძლება იქცეს, მაშინ ნოემბერი ამისთვის ჯერ კიდევ ხელსაყრელი პერიოდია. ამოღებული ნიადაგი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ახალი კომპოსტირებული ნიადაგით.
ნოემბერში ასევე სასურველია ხშირად ამოწმოთ სარდაფები და საწყობები, რათა დაზიანებული და დაავადებული მოსავალი მოაცილოთ ჯანსაღ პროდუქციას.
გამომდინარე იქედან, რომ ნოემბრის თვეში ტემპერატურა მკვეთრად იკლებს, აუცილებელია, რომ დავიწყოთ დაბალი ტემპერატურისადმი სენსიტიური კულტურების მომზადება გრძელი ზამთრისთვის, მაგალითად, მულჩირების გარდა შესაძლებელია მათი შეფუთვნა, ქოთანში ჩარგული მცენარეების კიდევ სახლში გადატანა.
მოცემული კალენდარი წარმოადგენს ზოგად რეკომენდაციებს აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეების შესახებ მთვარის კალენდარის მიხედვით. ხოლო დღეების მიხედვით ჩაშლილი რეკომენდაციები მორგებულია პერმაკულტურითა და მებაღეობით დაინტერესებული ფერმერებზე.