მარტის დადგომა თავისთავად ნიშნავს, რომ უფრო მეტი დროის და ყურადღების დათმობაა საჭირო თქვენი ბაღისა თუ ნაკვეთისთვის. რადგანაც მარტის თვეში ამინდი ხშირად არასტაბილურია, აუცილებელია, რომ თვალი მუდმივად ვადევნოთ ამინდის პროგნოზს, თუმცა ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა დღეებმა ასევე შესაძლოა დიდი დახმარება გაგიწიოთ აგროტექნიკური ღონისძიებების სწორად ჩატარებაში. სასურველია, რომ მარტის თვის დადგომისთანავე უკვე წინასწარ გქონდეთ გაწერილი საჭირო სამუშაოების ჩამონათვალი და მათი განხორციელების შესაბამისი ვადები ვადები.
მარტის თვეში უკვე ინტენსიურად იწყება ხეხილის დამუშავება სპილენძის პრეპარატებით სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.
თევზები (ხუთშაბათის 23:55-დან — შაბათის 13:54-მდე)
ახალმთვარეობის პიკი 02.03.22, 20:36 სთ ახალმთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.
03.04.22-ის 13:54 საათიდან უკვე შესაძლებელია არომატულ მცენარეებთან მუშაობა და პამიდვრის, ბადრიჯნის, ტკბილი წიწაკის, ყველა ტიპის კომბოსტოს, გოგროვნების – თესვა ან ჩილების გადარგვა.
ვერძი (შაბათის 13:54-დან — კვირის 11:01-მდე)
ცხარე წიწაკის, პამიდვრის, პრასის ან მდოგვის თესვა.
კურო (კვირის 11:01-დან — სამშაბათის 21:41-მდე) ყველა ტიპის კომბოსტოს, ხახვის და სატაცურის თესვა ან ჩითილების გადარგვა. ასევე ხელსაყრელია ოხრახუშის, მჟაუნას და ნიახურის თესვა. შესაძლებელია მკვებავებისა და მინერალური სასუქების გამოყენება.
ტყუპები (სამშაბათის 21:41-დან — პარასკევის 10:25-მდე) შესაძლებელია მარწყვის, პრასის, მრავალწლოვანი ხახვის, კამის თესვა და გადარგვა. დეკორეტიული მცენარეების მოვლა. ტერიტორიის გაწმენდა ნარჩენებისგან. კვლების ან ორმოების მომზადება დარგვისთვის.
კირრჩხიბი (პარასკევის 10:25-დან — კვირის 22:33-მდე) პამიდვრის, ბადრიჯნის, ტკბილი წიწაკის, ყველა ტიპის კომბოსტოს, გოგროვნების – საზამთროსა და ნესვის გაწმენდა ზედმეტი ფოთლებისგან ან ნარჩენებისგან, ასევე ჩითილების გადარგვა.
ლომი (კვირის 22:33-დან — ოთხშაბათის 08:00-მდე) როზამრინის, ბაზილიკის თესვა. ქრიზანთემების გასხვლა. სამუშაო ნაკვეთის კარგად დატენიანება.
სავსემთვარეობის პიკი: 18.03.22, 10:19 სთ სავსემთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული. 03.16.22-ის 10:19 საათიდან უკვე შესაძლებელია ერთ და მრავალწლოვანი ყვავილების თესვა ან დარგვა. ასევე ჩითილების გადარგვა.
სასწორი (პარასკევის 14:27-დან — კვირის 18:46-მდე)
სავსემთვარეობის პიკი: 18.03.22, 10:19 სთ სავსემთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული. 3.20.22-ის 18:46 საათიდან უკვე შესაძლებელია კარტოფილების გერმინაციისთვის მომზადება. ფესურიანი მცენარეების თესვა.
მორიელი (კვირის 18:46-დან — სამშაბათის 22:00-მდე) ფესიანი კულტურების, ასევე ნიახურისა და ოხრახუშის თესვა. გაღივებული კარტოფილების იაროვიზაცია. ბეგონიის, გლადიოლუსის და სხვა ბოლქვიანი მცენარეების მომზადება გაღივებისთვის.
მშვილდოსანი (სამშაბათის 22:00-დან — პარასკევის 00:55-მდე) გაღივებული კარტოფილის დასარგავად მომზადება. ნივრის, ხახვის, ტიტების და ბოლოკის თესვა. ხე მცენარეებისა და ბუჩქების მოვლა.
თხის რქა (პარასკევის 00:55-დან — კვირის 03:56-მდე) გაღივებული კარტოფილის დასარგავად მომზადება. ხე მცენარეებისა და ბუჩქების სხვლა.დაზაიანებული და დაავადებული მცენარეების მოცილება.
მერწყული (კვირის 03:56-დან — სამშაბათის 07:33-მდე)
ნაკვეთის დასუფთავება.
მცენარეების შეწამვლა დაავადებისა მავნებლების წინააღმდეგ.
კვლებში ნიადაგის გაფხვიერება.
თევზები (სამშაბათის 07:33-დან — პარასკევის 12:32-მდე)
ბოლოკის, სტაფილოს, ოხრახუშის, ჭარხლის თესვა.
ჩითილების გადარგვა.
ნიადაგის გაფხვიერება – დამუშავება.
მცენარეების შეწამვლა დაავადებისა მავნებლების წინააღმდეგ.
მოცემული კალენდარი წარმოადგენს ზოგად რეკომენდაციებს აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეების შესახებ მთვარის კალენდარის მიხედვით. ხოლო დღეების მიხედვით ჩაშლილი რეკომენდაციები მორგებულია პერმაკულტურითა და მებაღეობით დაინტერესებული ფერმერებზე.