მაისის დასაწყისში უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი წინა თვეებში გაზრდილი ჩითილების გადარგვა ღია გრუნტში, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა 100-ს მიაღწევს. ასევე შესაძლებელია დაყოვნებული და იაროვიზირებული კარტოფილის თესვა ლობიოსა და სხვა პარკოსნების თესვის პარალელურად. თუ კი ხახვის, ნივრის, პრასის ან სხვა მრავალწლოვანი მცენარეების დარგვა მაისის თვის დადგომამდე მოასწარით, უკვე შესაძლებელია, რომ თავისუფლად მოიჭრას მათი მიწის ზედა მწვანე ნაწილები მოხმარებისთვის.
მასის თვეში ასევე შესაძლებელია სათბურში გაზრდილი პამიდვრისა და კიტრის ჩითილების გადარგვა ან პირდაპირ თესვა ღია გრუნტში, მასგავსად კომბოსტოს ან სხვა გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენლების. გადარგული ჩითილები სასურველია, რომ დაიფაროს ფირით.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ მცენარეების დაცვა სახვასხვა პათოგენისა და მავნებლის წინააღმდეგ, რადგან აპრილის თვე ოპტიმალურა მათი გავრცელებისათვის.
კურო (შაბათის 03:20-დან — ორშაბათის 13:48-მდე)
ახალმთვარეობის პიკი 30.04.22, 23:38 სთ
ახალმთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.
02.05.22-ის 13:48 საათიდან უკევ შესაძლებელია კომბოსტოს, სალათის ფურცლის, ლობიოს თესვა.
ტყუპები (ორშაბათის 13:48-დან — სამშაბათის 02:06-მდე)
ყველა ტიპის კომბოსტოს, სალათის ფურცლის, ლობიოს თესვა.
პრასის დარგვა.
კირჩხიბი (სამშაბათის 02:06-დან — შაბათის 14:51-მდე)
გოგრის, საზამთროს, ნესვის, ყველა ტიპის კომბოსტოს, ლობიოს და მწვანილის თესვა.
გადარგვა.
მცენარეების გასხვლა.
ლომი (შაბათის 14:51-დან — სამშაბათის 01:54-მდე)
ბაზილიკის, როზმარინის და მზესუმზირის თესვა.
მცენარეების დარგვა და გადარგვა.
ქალწული (სამშაბათის 01:54-დან — ხუთშაბათის 09:36-მდე)
სალათის, ერთ და მრავავალწლოვანი მცენარეების გადარგვა.
გადარგვა.
ხეხილოვანი და კენკროვანი მცენარეების გასხვლა.
სასწორი (ხუთშაბათის 09:36-დან — შაბათის 13:35-მდე)
გოგრისებრთა ოჯახის მცენარეების თესვა, კიტრის ჩათვლით.
ბროკოილს, ლობიოს, ბარდას, მუხუდოს, მზესუმზირის, პრასის თესვა.
ხეხილოვანი ხეების და კენკროვანი ბუჩქების დარგვა.
სხვა მრავალწლიანი მცენარეების გადარგვა.
მორიელი (შაბათის 13:35-დან — ორშაბათის 14:51-მდე)
სავსემთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.
მშვილდოსანი (ორშაბათის 14:51-დან — ოთხშაბათის 15:03-მდე)
18.05.22-ის 15:03-დან უკვე შესაძლებელია მცენარეებთან მუშაობა სავსემთვარეობის შემდეგ.
ფესურიანი მცენარეების: ბოლოკის, ჭარხალის და სხვ. თესვა.
საგაზაფხულო ნივრისა და კარტოფილის დარგვა.
ხეხილოვანი ხეების და კენკროვანი ბუჩქების დარგვა.
მცენარეების შეწამვლა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ.
თხის რქა (ოთხშაბათის 15:03-დან — პარასკევის 15:54-მდე)
კარტოფილის დარგვა.
ჭარხალის, ბოლოკის, ტიტების, ხახვის და სხვ. დარგვა-თესვა.
ყვავილობის შემდეგ წვრილი ბოლქვების და ამონაყრების გამოხშირვა.
ჩითილების ღია გრუნტში გადარგვა.
მერწყული (პარასკევის 15:54-დან — კვირის 18:51-მდე)
სარაველების მოცილება ნაკვეთიდან.
მცენარეების შეწამვლა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ.
თევზები (კვირის 18:51-დან — ოთხშაბათის 00:41-მდე)
სტაფილოს, ბოლოკის, ოხრახუშის თესვა.
ჩითილების ღია გრუნტში გადარგვა.
ვერძი (ოთხშაბათის 00:41-დან — პარასკევის 09:24-მდე)
მცენარეების შეწამვლა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ.
საგაზაფხულო ნივრის დარგვა, ბოლოკის თესვა.
თხილის, ტიტების ამონაყრების გამოხშირვა ყვავილობის შემდეგ.
კურო (პარასკევის 09:24-დან — კვირის 20:21-მდე)
ძირხვენიანი კულტურების: სტაფილოს, ბოლოკის, ჭარხლის თესვა.
კარტოფილის რგვა.
მცენარეების მორწყვა და განოყიერება ორგანული სასუქებით.
კურო (პარასკევის 09:24-დან — კვირის 20:21-მდე)
ძირხვენიანი კულტურების: სტაფილოს, ბოლოკის, ჭარხლის თესვა.
კარტოფილის რგვა.
მცენარეების მორწყვა და განოყიერება ორგანული სასუქებით.
მოცემული კალენდარი წარმოადგენს ზოგად რეკომენდაციებს აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეების შესახებ მთვარის კალენდარის მიხედვით. ხოლო დღეების მიხედვით ჩაშლილი რეკომენდაციები მორგებულია პერმაკულტურითა და მებაღეობით დაინტერესებული ფერმერებზე.