Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

2022 წლის ივნისის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვითი

field-6574455

ივნისის დასაწყისიდანვე უკვე შესაძლებელია ხეხილოვანი მცენარეების ვარჯის ნაწილის ფორმირება: მსხვილი ტოტების გასხვლა, ვერტიკალურად მზარდი ტოტების მოხრა და სხვ. მცენარის ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდისათვის.

ფორმირებასთან ერთად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში მცენარეები დავიცვათ როგორც დაავადებებისგან, მაგალითად: ჭრაქის, ნაცრის, მონილიოზის და სხვ. ისე – მავნებლებისგან, რადგან ამ პერიოდში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ბუგრების და სხვა მავნებლების პრობლემა.

 

ზაფხულის სიცხეების დადგომისთანავე მნიშვნელოვანია, რომ ინტენსიურად მოირწყას მცენარეები გამოშრობის თავიდან ასარიდებლად, თუნდაც გაზონების შემთხვევაში. მცენარეების გადახურებისგან დაცვისათვის რეკომენდებულია, რომ ისინი მოირწყას გვიან, როდესაც მზე გადასულია და ტემპერატურა შედარებით დაბალი. მარწყვის მოვლას რაც შეეხება, ამ პერიოდში ის უნდა გამოიხშიროს არასასურველი ამონაყრისგან და მოსცილდეს დაავადებული თუ გამხმარი ფოთლები.

01-03 ივნისი

კირჩხიბი (ოთხშაბათის 08:50-დან — პარასკევის 21:39-მდე)

გოგროვანი მცენარეების, კიტრის თესვა.

შესაძლებელია ლობიოს, არომატული მცენარეების თესვა.

ჩითილების ღია გრუნტში გადარგვა.

03-06 ივნისი

ლომი (პარასკევის 21:39-დან — ორშაბათის 09:23-მდე)

ბასილიკის, მჟაუნის, როზმარინის, მზესუმზირის თესვა.

მრავალწლოვანების დარგვა ან გადარგვა.

06-08 ივნისი

ქალწული (ორშაბათის 09:23-დან — ოთხშაბათის 18:24-მდე)

ჩითილების ღია გრუნტში გადარგვა.

08-10 ივნისი

სასწორი (ოთხშაბათის 18:24-დან — პარასკევის 23:42-მდე)

მრავალწლოვანების დარგვა ან გადარგვა.

გოგროვანი მცენარეების, კიტრის თესვა.

10-13 ივნისი

მორიელი (პარასკევის 23:42-დან — ორშაბათის 01:33-მდე)

კიტრის გადარგვა.

მწვანილის და არომატული მცენარეების თესვა.

მრავალწლოვანების დარგვა ან გადარგვა.

მცენარეების მოვლა სათბურში.

ბროკოლის თესვა.

13-15 ივნისი

მშვილდოსანი (ორშაბათის 01:33-დან — ოთხშაბათის 01:15-მდე)

სავსემთვარეობის პიკი: 14.06.22, 14:51 სთ

სავსემთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

15-17 ივნისი

თხის რქა (ოთხშაბათის 01:15-დან — პარასკევის 00:45-მდე)

ამონაყრის გამოხშირვა ყვავილობის დასრულების შემდეგ.

ხახვის დარგვა კვლებში, სათბურში.

შემოსული ბოლოკის, ჭარხლის, ტიტების და სხვ. მოსავლის აღება.

 

17-19 ივნისი

მერწყული (პარასკევის 00:45-დან — კვირის 02:02-მდე)

მცენარეების მოვლა სათბურში.

მცენარეების შეწამვლა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ.

19-21 ივნისი

თევზები (კვირის 02:02-დან — სამშაბათის 06:38-მდე)

მცენარეების მორწყვა და განოყიერება ორგანული სასუქებით.

21-23 ივნისი

ვერძი (სამშაბათის 06:38-დან — ხუთშაბათის 14:59-მდე) 

მცენარეების შეწამვლა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ.

23-26 ივნისი

კურო  (ხუთშაბათის 14:59-დან — კვირის 02:14-მდე)

მცენარეების მოვლა სათბურში: მორწყვა, შეწამვლა, განოყიერება, გადარგვა, გამოხშირვა.

26-28 ივნისი

ტყუუპები (კვირის 02:14-დან — სამშაბათის 14:55-მდე)

მცენარეების შეწამვლა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ.

28-01 ივნისი

კირჩხიბი (სამშაბათის 14:55-დან — პარასკევის 03:41-მდე)

ახალმთვარეობის პიკი: 29.06.22, 05:52 სთ

ახალმთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

მოცემული კალენდარი წარმოადგენს ზოგად რეკომენდაციებს აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეების შესახებ მთვარის კალენდარის მიხედვით. ხოლო დღეების მიხედვით ჩაშლილი რეკომენდაციები მორგებულია პერმაკულტურითა და მებაღეობით დაინტერესებული ფერმერებზე.

Shopping cart