Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

2022 წლის ივლისის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით

wheat-640960

მცენარეების დაავადებებისგან და მავნებლებისგან დაცვის პარალელურად ივლისის თვეში მნიშვნელოვანია, რომ ნაკვეთი გაიწმინდოს სარეველლებისგან, ასევე მცენარეები დაიფაროს ბუნებრივი მულჩით, რათა დავიცვათ ისინი დაზიანებისგან. სარეველების მოშორების შემდეგ დაიწყეთ ნიადაგის გაფხვიერება.

დაავადეებების წინააღმდეგ საბრძოლლველად სპილენძის ფუნგიციდები ეფექტური საშუალებაა, მაგრამ ზაფხულის სიცხისგან და მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე არსებობს მცენარეების დაზიანების საშიშროება, ამიტომაც გამოიჩინეთ სიფრთხილე აღნიშნული პრეპარატების მოხმარებისას.

 

მნიშვნელოვანია, რომ ძირხვენიანი კულტურები, როგორებიცაა: სტაფილო, ჭარხალი და სხვ. საბოლოოდ გამოიხშირონ, რათა დარჩენილ ძირხვენებს მიეცეს ნორმალურად განვითარების საშუალება. გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენლების: კიტრის, ყაბაყის, ნესვის, საზამთროს და სხვ. შემთხვევაში მნიშვნელოვანია მათი რწყვის რეჟიმის რეგულირება, რადგან ეს კულტურები წყლის მიმართ დიდი მოთხოვნით ხასიათდებიან.

01-03 ივლისი

ლომი (პარასკევის 03:41-დან — კვირის 15:32-მდე)

მცენარეების მოვლა სათბურში.

თივის მომზადება.

03-06 ივლისი

ქალწული (კვირის 15:32-დან — ოთხშაბათის 01:26-მდე)

მარწყვის ამონაყრების სხვლა-ფორმირება.

მცენარეების მორწყვა და მინერალური სასუქებით განოყიერება.

თივის მომზადება.

06-08 ივლისი

სასწორი  (ოთხშაბათის 01:26-დან — პარასკევის 08:16-მდე)

მცენარეების მოვლა: მორწყვა, შეწამვლა, განოყიერება, გადარგვა, გამოხშირვა.

მწვანილების, კიტრის და სხვა კულტურების მოსავლის აღება.

08-10 ივლისი

მორიელი (პარასკევის 08:16-დან — კვირის 11:35-მდე)

მრავალწლოვანების დარგვა ან გადარგვა.

საზაფხულო მწვანილის, მრავალწლოვანი ხახვის, ლობიოს თესვა.

10-12 ივლისი

მშვილდოსანი (კვირის 11:35-დან — სამშაბათის 12:02-მდე)

თივის მომზადება, მცენარეების თესლის შეგროვება.

მცენარეების მოვლა: მორწყვა, შეწამვლა, განოყიერება, გადარგვა, გამოხშირვა.

12-14 ივლისი

თხის რქა  (სამშაბათის 12:02-დან — ხუთშაბათის 11:14-მდე)

სავსემთვარეობის პიკი: 13.07.22, 21:39 სთ

სავსემთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

14-16 ივლისი

მერწყული (ხუთშაბათის 11:14-დან — კვირის 11:19-მდე)

მცენარეების შეწამვლა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ.

ნიადაგის კულტივაცია: სარეველების, ქერქის წინააღმდეგ.

 

16-18 ივლისი

თევზები (კვირის 11:19-დან — ორშაბათის 14:19-მდე)

მცენარეების მორწყვა და მინერალური სასუქებით განოყიერება.

კომპოსტის მომზადება.

ბოლოკის, ტიტების თესვა.

მარწყვის ამონაყრების გადარგვა.

18-20 ივლისი

ვერძი (ორშაბათის 14:19-დან — ოთხშაბათის 21:24-მდე)

საადრეო კარტოფილის ამოთხრა.

თივის მომზადება.

მცენარეების შეწამვლა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ.

20-23 ივლისი

კურო (ოთხშაბათის 21:24-დან — შაბათის 08:12-მდე) 

საადრეო კარტოფილის ამოთხრა.

სალათის თესვა.

ბოლოკის თესვა შენახვისთვის ან ზამთრის მოხმარებისთვის.

23-25 ივლისი

ტყუუპები  (შაბათის 08:12-დან — ორშაბათის 20:55-მდე)

მცენარეების მოვლა: მორწყვა, შეწამვლა, განოყიერება, გადარგვა, გამოხშირვა.

მცენარეების შეწამვლა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ.

25-28 ივლისი

კირჩხიბი (ორშაბათის 20:55-დან — ხუთშაბათის 09:37-მდე)

ახალმთვარეობის პიკი: 28.07.22, 20:56 სთ

ახალმთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

28-30 ივლისი

ლომი (ხუთშაბათის 09:37-დან — შაბათის 21:12-მდე)

ახალმთვარეობის პირველი დღე.

ახალმთვარეობას მცენარეებთან მუშაობა არაა რეკომენდებული.

30-02 ივლისი

ქალწული  (შაბათის 21:12-დან — სამშაბათის 07:07-მდე)

მრავალწლოვანი მცენარეების დარგვა ან გადარგვა.

ამონაყრების მოცილება.

მარწყვის ამონაყრების სხვლა-ფორმირება.

მოცემული კალენდარი წარმოადგენს ზოგად რეკომენდაციებს აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეების შესახებ მთვარის კალენდარის მიხედვით. ხოლო დღეების მიხედვით ჩაშლილი რეკომენდაციები მორგებულია პერმაკულტურითა და მებაღეობით დაინტერესებული ფერმერებზე.

Shopping cart