Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

brotaverd

ნაწილი 1 - მთვარის გავლენა და მცენარეები

დედამიწაზე ცხოვრება ბევრად განსხვავებულ იქნებოდა ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის გარეშე. ყველა აღიარებს და ეთანხმება აზრს, რომ მთვარის ზრდადობას და კლებადობას, ასევე ფაზებს განსხვავებული ეფექტი აქვს ოკეანეებსა და ზღვებზე. მიუხედავად ჯერ-ჯერობით ფართო ვერაღიარებისა, სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ მთვარე ასევე გავლენას ახდენს წყლის ნაკადის მოძრაობაზე მცენარეებში, მაგალითად: მცენარის წვენი უფრო ენერგიულად მოძრაობს მთვარის აღმავალი ფაზის პერიოდში სავსე მთვარეობამდე, რომლის შემდეგაც, დაღმავალი მთვარის პერიოდში, ეს პროცესი თანდათანობით ნელდება.   

პერუჯიის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, რომელიც იკვლევს მცენარეებისა და ცხოველების ცნობიერებას, რიტმებს და მათ ინტეგრაციას ეკოლოგიურ პატერნებში, იზაბელა გერინი აკვირდებოდა მცენარეებში წვენის ნაკადის გადაადგილებას. დაკვირვებების შედეგად, აღმოჩნდა, რომ წვენი უფრო ძლიერად მიედინებოდა მცენარეში მთვარის შევსების პერიოდში, ხოლო მთვარის კლების პარალელურად ნელდებოდა წვენების მოძრაობაც. 

როგორც იზაბელა განმარტავს, ამ დაკვირვებამ შესაძლოა მნიშვნელოვანად განსაზღვროს მცენარეთა ზრდასა და სხვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, რადგან თუ კი მცენარე სავსე მთვარესთან მიახლოებულ პერიოდში მოიჭრება, გაისხვლება ან ავიღებთ მოსავალს, თუნდაც სრულიად ჯანსაღი და სასიცოცხლო ენერგიით სავსე მცენარეებისგან, ეს უკანასკნელნი შესაძლოა დაზიანდნენ, რადგან, პირველ რიგში, წვენის გაჟონვა მცენარეს უქმნის საშიშროებას დაავადებისა და მავნებლების შეჭრისკენ. 

უფრო მეტიც, მოჭრილი მცენარის წვენი, რომელიც უკვე გადმოღვრილია პირველადი გამტარი ქსოვილიდან, ავსებს პატარა არხებს, რომლებმაც  გვერდითა ტოტებზე განვითარებული ახალი კვირტები უნდა მოამარაგონ, მაგრამ უკვე დახშული პატარა არხები იწვევს კვირტების დაღუპვას (ეს ფენომენი ასევე ცნობილია, როგორც “მთვარის დამწვრობა”, რადგან ეს უკანასკნელი ხშირად შეიმჩნეოდა სავსე მთვარიეობის პერიოდში). თუმცა ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი და ნაკლებად წვნიანი მცენარეებისთვის, მაგალითად, როგორებიცაა: სამულჩე და საგაზონე ბალახები ან ვაზი, პირიქით, შეიძლება სასარგებლოც კი იყოს გასხვლა, როდესაც წვენის ნაკადი ძლიერია: ეს ხელს შეუწყობს გვერდითი ამონაყარების განვითარებას და ხელს შეუწყობს მცენარის დაბუჩქვას.

ცხადია, მათთვის, ვინც ყოველდღიურად მუშაობს მცენარეებთან, შესამჩნევია ის სხვაობები, რაც გამოწვეულია ტენიანობისგან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. არაერთი კვლევის ავტორი განიხილავს მთელ რიგ იმ ტრადიციულ პრაქტიკებს, რომლებიც დაკავშირებულია მთვარის ფაზასთან, დაწყებული, სამშენებლო საქმიანობით და მოსავლის აღებით, კულტურების დარგვით, მედიკამენტებისთვის საჭირო ნედლეულის შეგროვებით და სხვ. 

ზოგიერთი თანამედროვე კვლევის მიმოხილვისას, მკვლევრები აღწერენ მცენარეთა ქიმიური შემადგენლობისა და სითხის ბალანსის განსხვავებებს სეზონურ და ცირკადულ (დღის განმავლობაში) რიტმებზე დაყრდნობით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მთვარის რიტმების შესწავლასთან დაკავშირებული კვლევები არც ისე ბევრია. 

იზაბელა კი აღნიშნავს, რომ თავის პირად ექსპერიმენტებში ის ეთანხმებოდა შეხედულებას, რომ გემოს, არომატისა და ფიტოქიმიური ვარიაციების ცვალებადობა თანხვედრაშია და შეგვიძლია განვიხილოთ სეზონური ციკლების ნაწილად, მაგრამ ისეთი ფაქტორი, როგორიცაა ტენიანობა (მაგალითად, ნალექების ცვალებადობა) მჭიდროდ არის დაკავშირებული მთვარის ციკლთან. დამატებით, მცენარეულ საკვლევ ნიმუშებში წყლის მოცულობების პროცენტულობებს შორის სხვაობა, სავსე მთვარის წინა დღეებსა და ახალ მთვარის წინა კვირის დღეებს შორის, ერთმანეთისგან შეიძლება მერყეობდეს 10% -მდე. 

ამის პარალელურად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტყეში ნაძვისა და წაბლის ხეებს, რომლებიც მთვარის ციკლის ბოლო კვირას იქნა მოპოვებული, ჰქონდათ წყლის ყველაზე დაბალი პროცენტული შემცველობა, შესაბამისად, მათ გამოშრობასაც ნაკლები დრო სჭირდებოდა. ამბობენ, რომ ხის მასალა, რომლითაც ვენეცია აშენდა, სწორედ, მთვარის ციკლის ბოლო დღეებში მოიჭრა: ნაკლები წყალი და მკვრივი ბოჭკოები კი ბუნებრივად ნიშნავს მეტ გამძლეობას მავნებლებისა და დაავადებების მიმართ, შესაბამისად მასალაც არ ფუჭდება.

Shopping cart