Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

mtvare

ნაწილი 3 - მთვარის გავლენა და მცენარეები

მცენარის ფოთლების მოძრაობა ნაწილობრივ შეიძლება კონტროლდებოდეს მთვარის გრავიტაციული მიზიდულობით, ისევე როგორც ოკეანეების მიმოქცევა.

ზოგიერთი მცენარის ფოთლები იზრდება და იშლება დღეღამური ციკლის განმავლობაში და რეგირებენ განათებაზე მათი საცხოვრებელი გარემოდან გამომდინარე, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სიბნელეში გაზრდილ მცენარეებს აქვთ ერთმანეთის მსგავსი ცირკადული რიტმები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მცენარეებსაც შეიძლება ჰქონდეთ შიდა ცირკადული საათი, თანაც გენეტიკური ფაქტორით რეგილურებადი და ის ისევე მოქმედებდეს, როგორც ცხოველებსა და ადამიანებში.

შემდგომი კვლევისთვის, პიტერ ბარლოუმ, დიდი ბრიტანეთის ბრისტოლის უნივერსიტეტიდან,  გადაწყვიტა, რომ თვალი გადაევლო იმ ინფორმაციისთვის, რომელზეც აღბეჭდილი იყო ლობიოსა და სხვა მცენარეების ფოთლების მოძრაობაზე დაფიქსირებული მონაცემები 1920-იანი წლებიდან მოყოლებული. მან ერთმანეთს შეედარა ექსპერიმენტის ლოკაციები და კომპიუტერული ვარაუდები მთვარის გრავიტაციული გავლენის შესახებ.

იმისდა მიუხედავად, რომ არ მოიძბნებოდა ერთმანეთის იდენტური ორი მონაცემი, ბარლოუ ამბობდა, რომ არსებობდა კანონზომიერება მთვარის ფაზის ცვლილებასა და ფოთლების შემობრუნებას შორის: ”ჩვენ გვაქვს  გრავიტაციის ცვლილების ნულოვანი მაჩვენებელი, რაც, როგორც ჩანს, მცენარის უჯრედებში სითხის მოძრაობის გამომწვევი ფაქტორია, თუ კი საკმარისად დავაკვირდებით ამ კორელაციურ კავშირს, თითოეული მათგანი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ გვჯეროდეს ამ მიზეზშედეგობრიობის.”

მართალია, ბარლოუსთვის ზუსტად არ იყო ნათელი, თუ როგორ შეეძლო მთვარეს გავლენა მოეხდინა აღნიშნულ ცვლილებაზე, მაგრამ ფიქრობდა, რომ ეს დაკავშირებული იყო წყლის გადაადგილებასთან მცენარის შიგნით, რადგანაც ოკეანის ტალღები წარმოიქმნება მზისა და მთვარის მიზიდულობისა და დედამიწის ბრუნვის კომბინაციით, რაც ქმნის პლანეტის მოპირდაპირე მხარეს წყლის ამობურცულობებს. მცენარეების შემთხვევაში კი ბარლოუს მოსაზრებით, მცენარეებში წყლის მოძრაობაზე პასუხისმგებელი შეიძლება იყოს პულვინუსი (სახსარი, სადაც ფოთოლი ღეროს უერთდება) და მცენარის სხვა მუხლები თუ მუხლთაშორისი სივრცეები.

ზოგიერთი სამებაღეო ფოლკლორი გვთავაზობს მთვარის ფაზების მიხედვით მცენარეების დარგვას უკეთესი მოსავალიანობისათვის, მაგრამ ამის დამადასტურებელი რაიმე სამეცნიერო მტკიცებულება და კვლევა არ არსებობს. ”რაც ნამდვილად არ არის მიღებული მეინსტრიმ მეცნიერებაში”, – ამბობდა ბარლოუ, თუმცა ასევე იმასაც იმედოვნებდა, რომ თავისი ნაშრომი სულ მცირედ მაინც წაახალისებდა დაინტერესებულ ხალხს ამ იდეის გადაფასებისკენ.

2015 წლის დასაწყისში, შვედეთის სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მკვლევარმა კატარინა რიდინმა (Catarina Rydin) აღმოაჩინა ის იშვიათი მცენარე – ცხენისკუდა (Ephedra foeminea), რომლის დამტვერვაც სავსე მთვარეზეა დამოკიდებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი მკვლევარი აღნიშნავდა, რომ მეცნიერება საკუთარი სკეპტიციზმიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ დასცინოდა მოსაზრებას მზისა და მთვარის ზემოქმედებასთან დაკავშირებით ბიოლოგიურ სისტემებზე „ამიტომაც კარგად გამართული და დადასტურებული, მსგავსი საინტერესო ნაშრომები ძალიან მნიშვნელოვანია“.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ საკითხთან დაკავშირებით სკეპტიციზმი ჯერაც არსებობს. შვეიცარიის ლოზანის უნივერსიტეტის მკვლევარი რისტიან ფანჰაუზერი (Christian Fankhauser) კი ამბობდა: „ჩვენ ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, რომ მთვარისა და მზის გრავიტაციულმა ეფექტმა შესაძლოა, რომ გავლენა მოახდინოს ამ წყლის მიმოქცევასა და მოძრაობაზე“, მაგრამ ასევე იმასაც აღნიშნავდა, რომ სხვა ძალას, მაგალითად, როგორიცაა ტემპერატურა, შეუძლია დაძლიოს ეს ეფექტი და, დამატებით, ასევე არსებობს გენეტიკური მტკიცებულება ცირკადული საათისა და რიტმების შესახებ.

 

სტატია მომზადებულია newscientist მასალებზე დაყრდნობით

Shopping cart