Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

რჩევები აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ მთვარის კალენდრის მიხედვით

არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მთავრე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მცენარის ზრდა-განვითარებაზე, რისი მთავარი განმაპირობებელი მიზეზიც ის გრავიტაციული მიზიდულობაა, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ნიადაგის ტენიანობაზე.

დაკვირვებების მიხედვით, თესლი მეტად შეიწოვს წყალს სავსე მთვარისა და ახლალმთვარეობის პერიოდში, როდესაც ტინიანობა მეტად კომცენტრირებულია ნიადაგის ზედაპირზე – სავსემთავრეობას დათესილი თესლი გამოირჩეოდა გაღვივების მაღალი კოეფიციენტით და აღმოცენების კარგი უნარით.

მცენარის ზრდაზე მთვარე ასევე გავლენას ახდენს გეოტროპიზმის დახმარებით, რაც მცენარის რეაქციას მოაზრებს გრავიტაციაზე რეაგირების დამსახურებით. ფესვები იზრდება ნიადაგისკენ, დაღმავალი, გრავიტაციული მიზიდულობის მიმართულებით, ხოლო ღეროები იზრდება, პირიქით, აღმავალი მიმართულებით, რაც ადვილი შესამჩნევია როგორც ქოთანში ჩარგულ მცენარეებზე დაკვირვებით, ასევე ბოლქვების დარგვის მაგალითით, როდესაც არასწორად (ღეროების ამონაყარი დედამიწის მიმართულებითაა ჩარგული) დარგული ბოლქვის ღეროები ამოტრიალდება და ღერო მაინც ნიადაგის ზედაპირის მიმართულებით იწყებს გაზრდას.

თუმცა აგრროტექნიკური ღონისძიებებისათვის ხელსაყრელი დღეები განისაზღვრება არა მხოლოდ მთვარის დღეებზე დაყრდნობით, ასევე მთვარის ტრანზიტით სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანში. მაგალითად, მთვარის კუროს ზოდიაქოში ტრანზიტი ხელსაყრელია დარგვისთვის, გადარგვისა და მყნობისთვის. სხვა მსგავსი აქტივობები კი დაკავშირებულია დანარჩენ ზოდიქოს ნიშნებთან, რაც წარმოდგენილია ცხრილის სახით:

როგორ დავრგოთ მცენარეები მთვარის ფაზების მიხედვით?

რგვის პროცესში მთვარის კალენდრის გათვალისწინებისას, არსებობს შემდგომი გაიდლაინები:

  • ისეთი ერთწლოვანი, ხეხილოვანი და ბოსტნეული მცენარეები, რომლებიც იზრდებიან ნიადაგს ზემოთ (მაგალითად: სიმინდი, პამიდორი, საზამთრო, ყაბაყი) სასურველია დარგოთ ზრდადი მთვარის პერიოდში, ახალმთვარეობიდან – სავსემთვარეობამდე, რადგან  საღამოობით მთვარის განათების სიძლიერის ზრდის პარალელურად მცენარეების ფოთლებიც და ღეროებიც იზრდებიან.
  • ხოლო ისეთი მცენარეები: ბოლქვოვნები, ორწლიანი და მრავალწლიანი ყვავილები, ასევე ბოსტნეული, რომლებიც მიწის ქვეშ იგროვებენ სამარაგო ნივთიერებებს (მაგალითად, ხახვი, სტაფილო და კარტოფილი), სასურველია დარგოთ დაღმავალი მთვარის პერიოდში, სავსემთვარეობიდან – ახალმთვარეობამდე პერიოდში. როცა სმთვარის განათების ინტენსივობა იკლებს, მცენარეები უფრო ინტენსიურად ივითარებენ ფესვებს, ტუბერებსა და ბოლქვებს.

თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ მთვარის კალენდარი და სხვა სტატიები მთვარისა და მცენარეების ურთერთობის შესახებ წარმოადგენს დამხმარე მასალას.

Shopping cart