შალაფა

სახელი

შალაფა

სამეცნიერო სახელი

Sorghum halepense

  მიეკუთვნება მარცვლოვანთა ოჯახს, ფესურიანი, ძნელად ამოსაძირკვი, აბეზარი სარეველაა. ფესურა ვცელდება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ( 35 – 80 სმ სიღრმეზე); ღერო სწორმდგომი, შეუბუსავი, მრგვალი და 2 მ-მდე; ფოთოლი ლანცეტისებური; ყვავილედი თავთავი; ერთ მცენარეზე ვითარდება 8000 თესლი, რომლის სიცოცხლიუნარიანობა 5 წელია. შალაფა ახშობს სიმინდს. ნაყოფი – მარცვალი, მოგრძო კვერცხისებური, ყავისფერი, სიგრძე – 3.5 -4 მმ, სიგანე- 1.5-1.75მმ,  ერთ თავთავში 500 – 800 – მდე მარცვალია.

ის ასევე ბევრი კულტურის მავნებელია, მაგალითად, ატმისთვის საშიშ მავნებელთა შორის ერთ-ერთია, ასევე ვაზსაც ებრძვის და როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმინდსაც.