Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

რისთვის არის საჭირო ელემნტი Mo?

მოლიბდენი-კატალიზატორია ნიტრატების რედუქციის რეაქციების. მონაწილეობს ქლოროფილის სინთეზში, შედის ფერმენტების, მათ შორის კოჟრის ბაქტერიებისთვის აზოტფიქსაციის ფერმენტის შემადგენლობაში.

რა ხდება ნაკლებობის დროს?

დეფიციტის სიმპტომებია, ფოთლების წვეროების ნეკროზი და ხვევა, ძველი(ქვედა იარუსის) ფოთლების ქლოროზი. ფოთის ფირფიტა მცირე ზომისაა და ხმება, შესაძლებელია ფოთოლს მიეცეს კაუჭის ფორმა(კომბოსტოში).

რა შემთხვევაშია დეფიციტის დიდი ალბათობა?

ელემენტის ნაკლებობა ხშირად გვხვდება მსუბუქ, მჟავე, ნიადაგეში, მშრალ პირობებში.

Shopping cart