Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

რისთვის არის საჭირო ელემნტი K?

კალიუმი-მნიშვნელოვანია მცენარის ტურგორისთვის, ოსმოსური წნევის გადანაწილებისა და რასპირაციისთვის. დიდ როლს თამაშობს მცენარის ყინვისა და გვალვის რეზისტენტობაში, ნივთიერებათა ტრანსპორტში, ნახშირწყლების, ისეთი როგორც ცელულოზისა და ჰემიცელულოზის, წარმოქმნისთვის, მეტაბოლიზისთვის. აქტივატორია მრავალი ფერმენტული რეაქციის.

რა ხდება ნაკლებობის დროს?

 დეფიციტი გამოიხატება აპექსის – ზრდის წვეროს ხმობით, ფოთლის კიდეების დამწვრობით, საბოოოდ ფოთლის ნეკროზით. რადგან დეფიციტი შეაფერხებს ცელულოზისა და ჰემიცელულოზის წარმოქმნას, მარცვლოვანთა ღეროები დაიწყებენ ჩაწოლას.

რა შემთხვევაშია დეფიციტის დიდი ალბათობა?

 დეფიციტი ხშირად გვხვდება მსუბუქ, მჟავა, მაგნიუმის მაღალი შემცველობის ნიადაგებზე. ინტენსიური წვიმები და მორწყვა ამ ელემენტის დეფიციტის მიზეზებს შორისაა.

kaliumis-deficiti
Shopping cart