Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

რისთვის არის საჭირო ელემენტი N?

აზოტი მნიშვნელოვანია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, არის ამინომჟავების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. აზოტი ნუკლეინის მჟავებში წარმოქმნის პირიმიდინის და პურეინის ფუძეებს. მასზე არის დამოკიდებული მცენარის, ნაყოფისა და მწვანე მასის ზრდა, ცილების, ფერმენტებისა და ქლოროფილის სინთეზი,ასევე ფიტოჰორმონების ბალანსი.

რა ხდება დეფიციტის დროს?

ელემენტის ნაკლებობის დროს ფერხდება მცენარის ზრდა, ვეგეტატიური განვითარება, ნაყოფის ფორმირება. ქვედა იარუსის ფოთლებს ეძლევათ მოწითალო -მოყვითალო შეფერილობა, ვითარდება ქლოროზი.  

რა შემთხვევაშია დეფიციტის დიდი ალბათობა?

თავისუფალი წყალი მარტივად იწვევს ელემენტის ჩარეცხვას. ჰუმუსის და ხრწნადი ნივთიერებების შემცირება გარემოში იწვევს აზოტის სიმცირეს. ქვიშნარ, მსუბუქ და ძლიერად მჟავე ან ტუტე ნიადაგებში შეინიშნება ელემენტის დეფიციტი.

azotis-deficiti
Shopping cart