თრიფსი ჩნდება გაზაფხულზე, მდედრები დებენ კვერცხებს, რომლებიც იჩეკებიან რამდენიმე დღეში
რა არის თრიფსი?
თრიფსი არის ძალიან პატარა ვიწრო სხეულიანი მწერი . იმდენად პატარა ზომის არიან რომ მათ დასანახად გამადიდებელი შუშის გამოყენება დაგჭირდებათ. თრიფსი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, მაგრამ თითოეულ მათგანს აქვს ორი წყვილი ფრთა, რომლებიც იკეცება მის სხეულზე. ახალგაზრდა ნიმფებს არ აქვთ ფრთები და უფრო ღია ფერის არიან ვიდრე მოზრდილები. თითოეულ ზრდასრულ მდედრს შეუძლია ერთდროულად 80 – მდე კვერცხის დადება, მათ არ სჭირდებათ მამრები გამრავლებისთვის და მათი კვერცხები ცხელ ამინდში რამოდენიმე დღეში იჩეკება.
რა პრობლემებს ქმნიან?
თრიფსმა შეიძლება დააზიანოს ფოთლები და ყვავილები, რადგან ისინი უჯრედებიდან წვენს იწოვენ. ფოთლებს შეუძლიათ დაკარგონ მწვანე ფერი და შეიფერნონ ვერცხლისფერ/თეთრ ფრად. ასევე შესაძლებელია კვების არეალში მწერების ექსკრემენტის ნახვა. თუ ინვაზია განსაკუთრებით მძიმეა, ყვავილების კვირტი შეიძლება საერთოდ არ გაიხსნას.
ვინაიდან თრიფსები იკვებებიან მცენარეული სითხით, მათში არსებული ვირუსები შეიძლება გადავიდეს ბუგრების პირის ღრუში. თრიფსები უფრო მეტად პრობლემაა სათბურებში, მაგრამ მაინც შეიძლება ზიანი მიაყენოს ღია გრუნტზე არსებულ მცენარეებს, ისინი გვხვდებიან მრავალ მცენარეზე – როგორიცაა ხახვი, ბარდა, ვარდი და სხვა ყვავილოვანი მცენარეები.