ლოქორები მოლუსკების ოჯახიდან არიან და არის ზოგადი სახელი
მათთვის, ვისაც ნიჟარა ან რაიმე სახის მყარი საფარველი არ აქვს.
ლოქორებს შეუძლიათ თავი უკან დააბრუნონ, შეკუმშონ სხეულში –
დაცვის მიზნით, როდესაც საფრთხე ემუქრებათ ან ტაციონარულნი
არიან, რადგან ისინი ხშირად საკვების წყაროს წარმოადგენენ
ველური ბუნებისთვის.
ლოქორა ყველაზე აქტიურია, როდესაც ტენიანი და გრილი პირობებია.
ისინი მარტივი შესამჩნევი არიან საღამოობით, თუკი ფარანით
გახვალთ გარეთ, მათი სხეული მკრთალად აირეკლავს მიმართულ
შუქს. დღის განმავლობაში კი შეგიძლიათ მოძებნოთ მბზინავი,
მკრთალი ბილიკები, რომლებიც მათ დატოვეს.
ლოქორებს შეუძლიათ დიდი ზიანი მიაყენონ, რადგან ისინი ჭამენ
ფოთლებს და აზიანებენ ღეროებს. ისინი იკვებებიან მცენარეული
მასალის ფართო სპექტრით, განსაკუთრებით რბილი ოთლოვანი
მასალით. მათ აქვთ ხაოიანი ენა, რომელსაც საკვების მოსაპოვებლად
იყენებენ. თითოეულ ზრდასრულ ლოქორას შეუძლია 50 -მდე
კვერცხის დადება ნიადაგში . მათ მიერ გამოწვეული ჭრილობები
პირდაპირი გაგებით მოსაწვევია დაავადებისათვის, რომელსაც
ხშირად შეუძლია მოსპოს ან სერიოზულად დააზიანოს მცენარე.
განსაკუთრებით მგრძნობიარე მცენარეებია სალათი, კომბოსტო,
ყვავილოვანი კომბოსტო და მარწყვი. სამწუხაროდ, ლოქორებს
შეუძლიათ ზამთარს გაუძლონ ნიადაგში ჩაფლობით, როდესაც
ტემპერატურა იწყებს ვარდნას.