ბუგრები არიან მცენარეული უჯრედის სითხის მწუწნავი მწერები Aphidoidea ოჯახიდან. არსებობს მრავალი განსხვავებული ტიპი, მათ შორის შავი და მწვანე. პრობლემა იწყება მაშნ როდესაც ბუგრი მცენარეზე გადაფრინდება სხვა წყაროდან. ისინი ცოცხლად შობენ ახალ თაობას , რომლებიც თითქმის დაუყოვნებლივ დაიწყებენ წვენით კვებას. 7-10 დღეში უკვე ეს ნიმფები გააჩენენ მომამავლ თაობას. ეს შეიძლება მოხდეს მუდმივად მთელი სეზონის განმავლობაში, ასე რომ პოპულაცია შეიძლება საკმაოდ სწრაფად გაიზარდოს.
მათ გააჩნაით მჩხვლეტ-მწუწნი პირის აპარატი, რომლითაც აღწევენ მწვანე ქსოვილებში და ისრუტავენ სითხეს. მცენარის წვენის ამოღებისთანავე, ფოთოლი დაიწყებს გაყვითლებას, გახმობას ან ცვენას. სითხის მოცილების ამ პროცესმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფოთლების დამახინჯება, რადგან ბუგრების მიერ გამომუშავებული ნერწყვი ტოქსიკურია. თუ ბუგრები იკვებებებიან ყვავილის კვირტით ან ნაყოფით – ისინიც შეიძლება დამახინჯდნენ და არასწორად ჩამოყალიბდნენ. ამ მავნებლების მიერ გამოწვეული სხვა მთავარი პრობლემა არის უზარმაზარი რაოდენობის წებოვანი ნექტარი, რომელსაც გამოყოფენ. ეს არის წებოვანი ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ზოგიერთი სოკოს ზრდას. ისინი შეიძლება გამოჩნდეს ფოთლებზე და ტოტებზე შავი ობის სახით.
ბუგრების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი ვირუსის ვექტორები არიან. ვირუსები გადატანილია ბუგრების პირის ღრუში. მათი კონტროლი გაცილებით რთულია, ვიდრე თავად ბუგრი.
ესენი არიან რბილ სხეულიანი მწერები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება ფოთლების ქვედა ნაწილში, განსაკუთრებით ახალ, რბილ ნაზარდში. თავად ბუგრების დანახვა საკმაოდ მარტივია. მაგრამ თუ მაინც ვერ დავინახავთ, მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია ფოთლების დამახინჯებით და წებოვანი ნექტრის ან ობის არსებობით.
ყვითელი წებოვანი ხაფანგები შეიძლება გამოყენებულ იქნას ფრთოსანი ბუგრების რაოდენობის მონიტორინგისთვის. ყვითელი წებოვანი ხაფანგები არ არის კონტროლის მეთოდი, ისინი უფრო მაჩვენებელია იმისა, რომ ქმედება უნდა განხორციელდეს (იგი ერთგვარი ინდიკატორია).