სიმპტომები
ხორბლის
ჟანგები არ სპობენ მთლიანად მცენარეს, მაგრამ ისინი იწვევენ მოსავლიანობის საკმაოდ დიდ დანაკარგს. პათოგენი ასუსტებს ფიზიოლოგიურ მოვლენებს,
იზრდება ტრანსპირაცია, ე.ი მცენარიდან
ორთქლდება დიდი რაოდენობით წყალი, რის შედეგადაც მცენარე შრება. პათოგენი აავადებს
ღეროს და თავთავს; ფოთლების
ორივე მხარეს შეიძლება გაჩნდეს ჟანგისფერი
მეჭეჭები, სადაც მოთავსებულია სპორები. მწვავე შემთვევაში სპორები
ხეთქენ მცენარის ქსოვილს – ეპიდერმისს და ჩნდება
დაზიანებები.
დაავადების
სასიცოცხლო ციკლი
ჟანგისფერი
მეჭეჭები წარმოადგენენ ურედინიოსპორებს. ისინი გადაადგილდებიან
ქარის ან თავისუფალი წყლის საშალებით, აინფიცირებენ სხვა ხორბალს,
წარმოქმნიან
ჰიფებს და მიცელიალურ
სტრუქტურას, შემდეგ
კი იწყებენ გამრავლებას; მცენარის ქსოვილი სკდება და სპორები
იწყებენ გავრცელებას. მცენარის
ზრდის სეზონის დასასრულისკენ წარმოიქმნება სოკოს ახალი
სპორები – ტელიოსპორები, რომლებიც
უძლებენ უფრო
მკაცრ პირობებს და მათი საშუალებით შესაძლებელია გამოზამთრება.
ტელიოსპორებიდან
წარმოიქმნებიან ბაზიდიოსპორები, რომლებიც გადაადგილდებიან ქარის საშუალებით და აინფიცირებენ
კოწახურს. ახალი მასპინძლის ქსოვილზე, ფოთლებზე, წარმოიქმნება დაზიანებები,
სადაც ვითარდება სპერმაგონიუმები.
იწყება სქესობრივი
რეკომბინაცია, ჰიფები ფოთლის ზედაპირიდან ქვემოთ იწყებენ მოძრაობას, საბოლოოდ,
ფოთლის ქვემოთ
წარმოიქმნება მოწითალო-მოსტაფილოსფრო ლაქები მონარინჯისფრო მეჭეჭებით, რაც არის ეციდიალური
ჭიქა, რომლიდანაც წარმოიქმნებიან ეციდიოსპორები, რომლებიც შემდეგ კვლავ აინფიცირებენ
ხორბალს. შესაბამისად, პათოგენი
შეიძლება იყოს როგორც ერთბინიანი,
ასევე ორბინიანი.
როგორ
ვებრძოლოთ დაავადებას?
1.
სელექცია
გენეტიკურად
მდგრადი ჯიშების გამოყვანა და გამოყენება საკმაოდ ეფექტურია მოცემული პათოგენის შემთვევაში,
სრული რეზისტენტულობის შემთხვევაში დამატებითი კონტროლი აღარ იქნება საჭირო, მაგრამ
ანალოგიური ადეკვატური გამძლეობის მიღება რთულია.
2.
ბიოლოგიური კონტროლი
ჟანგას წინააღმდეგ საბრძოლველად შეგვიძლია გამოვიყენოთ
ჰიპერპარაზიტი – Darluca
filum. რომელიც სოკოებზე მოქმედებს
უარყოფითად,
შესაბამისად, ამ სპეციფიური აგენტის
გამოყენება უპრობლემოდაა შესაძლებელი.
3.
აგროტექნიკური კონტროლი
მცენარეები
უნდა დავრგოთ ან დავთესოთ მაქსიმალურად მზიან ადგილას,
რადგან მზის პირდაპირი სინათლე ანადგურებს ურედოსპორებს. ასევე რეკომენდებულია რაც
შეიძლება ნაკლები წყლის
გამოყენება,
რადგან სპორები ვრცელდებიან თავისუფალი წყლით.
ასევე ვიყენებთ ადრე მომწიფებად ჯიშებს და ვრგავთ ან ადრეულ
გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე, რათა თავი ავარიდოთ პათოგენის გავრცელების დროს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახლოს მყოფი კოწახურის ხეები მოვაშოროთ ნაკვეთს, რადგან კოწახური წარმოადგენს მეორე
მასპინძელს.
4.
ქიმიური კონტროლი
ვიყენებთ
ფუნგიციდებს მოცემული დაავადების საწინააღმდეგოდ.