Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

vashlis_qeci

ვაშლის ქეცი

ინგლისური სახელი

Apple scab

სამეცნიერო სახელი

Venturia inaequalis

რა არის ვაშლის ქეცი?

ვაშლის ქეცი არის სოკოვანი დაავადება, რომლის გამომწვევი პათოგენია  Venturia inaequalis (Cooke) G. Winter. ვაშლის ქეცი განსაკუთრებულად აზიანებს ნაყოფებს წერტილოვანი ლაქების სახით და კარგავს მის სასაქონლო ხარისხს, რის გამოც ეს უკანასკნელი ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი დაავადებაა ვაშლის წარმოების რეგიონებში, განსაკუთრებით კი იქ, სადაც  გაზაფხული შედარებით გრილი და წვიმიანია, ხოლო ზაფხული ნაადრევი. ქეცი უდიდეს ზიანს აყენებს ვაშლის კომერციულ წარმოებას, ამცირებს ნაყოფის ხარისხსა და ზომას, იწვევს დაუმწიფებელი ნაყოფის ხიდან ჩამოცვენას, ფოთლების ნაადრევ დაცვენას და დროთა განმავლობაში ხის სიცოცხლისუნარიანობის შემცირებას.  ქეცის პირველი შემთხვევა პირველად შვედეთში აღიწერა 1819 წელს, ხოლო გერმანიაში 1833 წელს.  

სიმპტომები:

1) მცენარის რომელ ორგანოზე ვლინდება პირველი სიმპტომი?

ფოთოლზე…ქეცის სიმპტომები ვეგეტეციის დასაწყისში, როდესაც ფოთლის ფირფიტა კვირტიდან გამოვა და გადაიშლება.  

ვაშლის ქეცის ძირითადი სიმპტომებია – თავდაპირველად ჩნდება მოყვითალო ლაქები, რომლებიც შემდეგ ხმება და იფარება დასაწყისში მუქი წენგოსფერი, ხოლო შემდგომ შავი ხავერდოვანი ფიფქით. ნაყოფს ქეცით დაზიანებული ნაყოფი, დაზიანების ადგილზე ზრდას წყვეტს,რაც არაპროპორციულ ნაყოფს გვაძლევს ნაკლები საბაზრო ღირებულებით, და ზოგჯერ მის ნაადრევ ჩამოცვენასაც კი იწვევს.

image6

როგორ ვლინდება ქეცი ვაშლის ნაყოფზე?

დაავადებულ ნაყოფზე თავდაპირველად ჩნდება ხავერდოვანი შავი ფიფქი , ის შემდგომ ჩამოცვივდება და ტოვებს მხოლოდ ყავისფერ ლაქებს, რომლებიც იქერცლება (აქედან მომდინარეობს დაავადების დასახელება „ქეცი“.)

 

აღსანიშნავია, რომ ქეცი აზიანებს მხოლოდ ვაშლის ნაყოფის ეპიდერმისის პარენქიმულ ქსოვილს (კანს) და მიცელიუმები ნაყოფის შეგნით ვერ ვრცელდება.

დაავადების სასიცოცხლო ციკლი

სოკოების რომელ ჯგუფს განეკკუთვნება Venturia inaequalis?

Venturia inaequalis ქეცის გამომწვევი პათოგენი, განეკოთვნება ჰეტეროტალ ასკომიცეტების  ჯგუფს.

როგორ იზამთრებს სოკო?

ქეცის გამომწვევი სოკო იზამთრებს ჩამოცვენილ ფოთლებში ჩანთიან სტადიაში , იშვიათად კი მოსვენების ფაზაში მყოფ კვირტებზე კონიდიების სადიაში. ის პოლიმორფული სოკოა და ერთი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით გვხვდება.

ჩანთიანიდან გამოტყორცნილი ასკოსპორები მხოლოდ გაზაფხულზე იწვევს ხის პირველად ინფიცირებას.

როგორ ვრცელდება სოკო  დარჩენილ პერიოდში (გაზაფხული და ზაფხული)?

ზაფხულში ქეცი ვრცელდება კონიდიების საშუალებით, კერძოდ ფოთოლზე წარმოქმნილი ლაქიდან, რომელიც რეალურად კონიდიებს წარმოადგენს გამოიფრქვევა სპორები  და ვრცელდება ქარის ან მწერების საშუალებით.

რა პირობები სჭირდება მცენარის პირველად დაინფიცირებას?

 

ასკოსპორების გამოსატყორცნად, აუცილებელია ორი ფაქტორის არსებობა ტენი და შესაბამისი მინიმუმ 7 8  და მაქსიმუმ 24 25  ტემპერატურა და ფოთლის არსებობა ნიადაგზე. პერიტეციუმის (ორგანო საიდანაც ინფექციის გამომწვევი სორები ცვივა) მომწიფებას 30 35   დღე სჭირდება. უშუალოდ გამოცვენის პროცესი კი წყლის წვეთის მოხვედრის გარეშე ვერ წარიმართება.რაც უფრო მაღალია ტემპერატურა უფრო სწრაფად მიმდინარეობს ინფიცირების პროცესი (ასკოსპორების გამოტყორცნა).

 

როგორ ვებრძოლოთ დაავადებას?

დაავადებასთან ბრძოლა შესაძლებელია როგორც ქიმიური, ისე ბიოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით, რაშიც უმეტესად
მოაზრება სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელება და წამლობა უსაფრთხო და ეფექტური ბიოპრეპარატებით.

აგროტექნიკურ ღონისძიებეში კი შედის ნაკვეთისა და მცენარის მოვლა ისე, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები. ამისათვის კი აუცილებელია:

   შემოდგომის პერიოდში მცენარეული ნარჩენების სისტემატური მოგროვება და გატანა ფართობიდან.

   ნიადაგის და მცენარეთა მოვლითი ღონისძიებების (სარეველებისაგან გაწმენდა, გასხვლა) დროული და ხარისხიანი განხორციელება.

   კულტურის დაავადებული ნაწილების მოცილება და განადგურება (დაწვა).

 

რეკომენდაცია:
ტენიან და თბილ გარემოში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც წინა წლის ჩამოცვენილი ფოთლები ბოლომდე გატანილი არ არის ამ დაავადების მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა და ბაღის ხშირი მონიტორინგია საჭირო.

რაც შეეხება ბრძოლის ძირითად გზებს, საჭიროა, რომ დაავადებასთან საბრძოლველად გამოვყენოთ გოგირდისა და სხვა აქტიური ნივთიერებების შემცველი პრეპარატები. მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული პრეპარატი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და ასევე ახალი თაობის, რადგან ბაზარზე არსებულ პრეპარატების წინაარმდეგ დაავადებეს უკვე გამომუშავებული აქვთ რეზისტენტობა, ანუ გამძლეობა, რის გამოც პრეპარატის გაზრდილი დოზირებებიც კი არაეფექტურია ნაცრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

პრეპარატის შერჩევისას კი უნდა გავითვალისწინოთ, პირველი, მას ჰქონდეს უახლესი ფორმულაცია, რათა დაავადებისთვის იყოს უცხო და, მეორე – მცენარის მიერ შეითვისებოდეს ადვილად, რათა მცენარე არ დაისტრესოს. აღნიშნული ორი კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ მიკროორგანიზმებზე დაფუძნებული უახლესი პრეპარატები,
მაგალითად, როგორიცაა ერიზო და სხვ.

 

Baciluss subtilis-ის მეშვეობით ერიზოს ეფექტურად შეუძლია ბრძოლა ვაშლის ქეცის წინააღმდეგ. მიკროორგანიზმების მთავარი როლი კი იმაში გამოხატება, რომ ისინი აგრესიულად ანადგურებენ ვაშლის ქეცის გამომწვევ სოკოებს და ფოთოლს გადაეკვრებიან დამცავი აბკივით, ანუ გამრავლებისთვის საჭირო ადგილს ართმევენ სოკოებს, რითაც ზღუდავენ დაავადების გავრცელებას. ერიზოს სასარგებლო მოქმედება კი შემდეგში გამოიხატება:  

       უნიკალური ფორმულა ამცირებს ზედაპირის ტენიანობას, რაც არახელსაყრელია პათოგენის გასამრავლებლად;

       წარმოქმნის სოკოსთვის ტოქსიკურ და მცენარისიათვის უსაფრთხონივთიერებებს;

       იკავებს სპორების საცხოვრებელ ადგილის;

       არის ეკოლოგიურად უსაფრთხო და მისი გამოყენება შესაძლებელია ვეგეტაციის ნებისმიერ პერიოდში;

       ირვევა გოგირდის შემცველ ნაკლებად აგრესიულ პრეპარატებთან ერთად.

თუმცა ნებისმიერი პრეპარატის დაავადების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის აუცილებელია, რომ პრეპარატი გამოვიყენოთ სწორი დოზირებით, შესაფერის დროსა და ოპტიმალურ პირობებში.

Shopping cart