ნაცარი

ინგლისური სახელი

Powdery mildew

სამეცნიერო სახელი

Uncinula necator

დაზიანების არეალი

მცენარეთა ფართო სპექტრი

 რა არის ნაცარი?

ნაცარი  არის სოკოვანი დაავადება, რომელიც აზიანებს მცენარის ფოთლებს, ღეროებს, ყვავილებსა და ნაყოფებს. არსებობს 5 ძირითადი ტიპის ნაცარი,  რაც აერთიანებს სხვადასხვა გვარებსა და სახეობებს.

დაავადების გავრცელების ყველაზე გავრცელებული მეთოდია სოკოვანი სპორების მიგრაცია  ჰაერში, მცენარედან – მცენარეზე. ცივ პირობებში სპორები უფრო დიდხანს (3 თვემდე) ცოცხლობენ, მაგრამ სიცხისას ისინი საკმაოდ სწრაფად კვდებიან. როდესაც გარემოში დიდი რაოდენობით ტენია, მაგალიტად, წვიმს, სპორები ძალიან სწრაფად იზრდება, რაც იწვევს  მცენარის სხვა და სხვა ნაწილის სწრაფად დაინფიცირებას.

 

პათოგენს უყვარს თბილი, მშრალი დღეები და გრილი, ტენიანი ღამეები. მევენახეებისთვის განსაკუთრებულად საფრთხილო პერიოდია, როდესაც ტემპერატურა გარემოში დაახლოებით 21oC – 22oC -ია, რა დროსაც სპორები სწრაფად იზრდება. ნაცარი ბოლომდე  იშვიათად კლავს მცენარეს, მაგრამ ამცირებს მოსავლიანობას, ნაყოფის ხარისხსა და მცენარის ცხოველმყოფადობის უნარს.

სიმპტომები

ნაცრის ძირითადი სიმპტომებია – საწყის ეტაპზე ფოთლებზე ჩნდება ფიფქისმაგვარი ლაქები, რომლებიც თანდათანობით ვრცელდება ფოთლის მთელ ფირფიტაზე. დაავადების გავრცელებათან ერთად მასთან ბრძოლა სულ უფრო და უფრო რთულდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია დაავადეის გამოჩენისათანავე დავიწყოთ მასთან ბრძოლა. ინფიცირებული მცენარეების ფოთლები ასევე შეიძლება იყოს დამახინჯებული, დანაოჭებული ან დახვეული, რომელიც საბოლოოდ ყვითლდება და ცვივა. უმეეტს შემთხვევაში, დაავადება ფოთლებიდან  გადასვლას იწყებს მტევნებზე, რა დროსაც მასთან ბრძოლა კიდევ უფრო რთულია. ნაცარს შეუძლია, რომ მცენარის ყველა მწვანე ორგანო დააინფიციროს. დაინფიცირებული მტვენების ღეროები შესაძლოა დაჭკნეს და გახმეს, რაც შემდგომში იწვევს მარცვლების დაცვენას.

დაავადების სასიცოცხლო ციკლი

ნაცრის სპორები იზამთრებს ასკოსპორეის სახით (მპზამთრე სპორები). სწორედ, ეს სპორები იწვევენ მცენარის პირველად ინფიცირებას. ინფიცირებისას კი სპორები ადჰეზირდებიან მცენარის ქსოვილზე, წარმოქმნიან მიცელიარულ სტრუქტურას, რაც შეუიარაღებელი თვალით გამოიყურება, როგორც თეთრი ნაფიფქი. აპრესორიების საშუალებით სოკო ემაგრება მცენარეს და ჰიფებით იწყებს კვებას. წარმოების პერიოდში დაავადება ვრცელდება კონიდიების საშუალებით, რაც წარმოადგენს უსქესო გამრავლების შედეგად მიღებულ სპორებს, მათი საშუალებით დაავადება ვრცელდება მცენარიდან მცენარეზე. საბოლოოდ, პათოგენი წარმოქმნის კლეისტოტეციებს, მეორენაირად, ასკოკარპებს, სადაც იმყოფებიან სქესობრივი ასკოსპორები, რომლის საშუალებით დაავადება გამოიზამთრებს.

როგორ ვებრძოლოთ დაავადებას?

დაავადებასთან ბრძოლა შესაძლებელია როგორც ქიმიური, ისე ბიოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით, რაშიც უმეტესად მოაზრება სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელება და წამლობა უსაფრთხო და ეფექტური ბიოპრეპარატებით.

აგროტექნიკურ ღონისძიებეში კი შედის ნაკვეთისა და მცენარის მოვლა ისე, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები. ამისათვის კი აუცილებელია:

·        რეგულარული მონიტორინგი გავუწიოთ კულტურებს/მცენარეებს, რათა შევამჩნიოთ დაავადების ადრეული ნიშნები და გაგვიადევილდეს მისი კონტროლი.

·        სარეველების კონტროლი – ამოიღეთ ნებისმიერი სარეველა, რადგან სარეველები შესანიშნავ თავშესაფარს წარმოადგენს დაავადებებისთვის – დაავადებამ შეიძლება სარეველებზე იცხოვროს და სწრაფად გავრცელდეს ახლომდებარე კულტურებზე.

·        კარგი აერაცია – რათა მცენარეებს საშუალება ჰქონდეთ ვენტილაციის, შემცირდება ტენიანობა მცენარეების ირგვლივ, ეს კი ხელს შეუშლის სოკოების განვითარებას.

·        მნიშვნელოვანია დაინფიცირებული ნაწილებისა და მცენარეების მოშორება სათბურის პირობებში.

რაც შეეხება ბრძოლის ძირითად გზებს, საჭიროა, რომ დაავადებასთან საბრძოლველად გამოვყენოთ გოგირდისა და სხვა აქტიური ნივთიერებების შემცველი პრეპარატები. მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული პრეპარატი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და ასევე ახალი თაობის, რადგან ბაზარზე არსებულ პრეპარატების წინაარმდეგ დაავადებეს უკვე გამომუშავებული აქვთ რეზისტენტობა, ანუ გამძლეობა, რის გამოც პრეპარატის გაზრდილი დოზირებებიც კი არაეფექტურია ნაცრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

პრეპარატის შერჩევისას კი უნდა გავითვალისწინოთ, პირველი, მას ჰქონდეს უახლესი ფორმულაცია, რათა დაავადებისთვის იყოს უცხო და, მეორე – მცენარის მიერ შეითვისებოდეს ადვილად, რათა მცენარე არ დაისტრესოს. აღნიშნული ორი კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ მიკროორგანიზმებზე დაფუძნებული უახლესი პრეპარატები, მაგალითად, როგორიცაა ერიზო და სხვ. Baciluss subtilisის მეშვეობით ერიზოს ეფექტურად შეუძლია ბრძოლა ნაცრის წინააღმდეგ. მიკროორგანიზმების მთავარი როლი კი იმაში გამოხატება, რომ ისინი აგრესიულად ანადგურებენ ნაცრის გამომწვევ სოკოებს და ფოთოლს გადაეკვრებიან დამცავი აბკივით, ანუ გამრავლებისთვის საჭირო ადგილს ართმევენ სოკოებს, რითაც ზღუდავენ დაავადების გავრცელებას. ერიზოს სასარგებლო მოქმედება კი შემდეგში გამოიხატება:

 

       უნიკალური ფორმულა ამცირებს ზედაპირის ტენიანობას, რაც არახელსაყრელია პათოგენის გასამრავლებლად;

       წარმოქმნის სოკოსთვის ტოქსიკურ და მცენარისიათვის უსაფრთხონივთიერებებს;

       იკავებს სპორების საცხოვრებელ ადგილის;

       არის ეკოლოგიურად უსაფრთხო და მისი გამოყენება შესაძლებელია ვეგეტაციის ნებისმიერ პერიოდში;

       ირვევა გოგირდის შემცველ ნაკლებად აგრესიულ პრეპარატებთან ერთად.

თუმცა ნებისმიერი პრეპარატის დაავადების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის აუცილებელია, რომ პრეპარატი გამოვიყენოთ სწორი დოზირებით, სწორ დროსა და პირობებში.

 

წყარო:

https://www.agrigem.co.uk/agronomist/article/powdery-mildew