Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

მარტივად მოსავლელი მცენარეები, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენი ინტერიერის გალამაზებაში

interieri

 

მოცემულ პოსტში შემოგთაგაზებთ 5 ისეთ მცენარეს, რომლებიც მარტივი მოსავლელია და ინტერიერსაც ალამაზებს:

ზამიოკულკასი  - ზიზი

zizi

Zamioculcas Zamiifolia
მოვლის დონე: მარტივი 

ზამიოკულკასი ნაკლებ წყალს ითხოვს, ვიდრე ბევრი სხვა მცენარე, ამიტომაც იშვითად მორწყვა მისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან თვეების განმავლობაში შეუძლია გაუძლოს უწყლოობას (რა თქმა უნდა, წყლის სიჭარბე ან ნიადაგის სიმშრალე არ არის რეკომედებული). ის ყვავილობს ნათელ ა, არაპირდაპირ შუქზემაგრამ მას ასევე შეუძლია შეეგუოს დაბალ შუქსაც, იმ შემდთხვევაში თუ მისი განთავსება ნაკლებ განათებულ ადგილას გიწევთ.

წყლის რეჟიმი
ზამიოკულკასი მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნიადაგი გამოშრება. დაელოდეთ, სანამ წყალი არ დაიწყებს გამოჟონვას სადრენაჟო ხვრელში ქოთნის ძირიდან, თეფშში დაგროვილი წყალი კი გადაღვარეთ.

ტენიანობა
საჭიროებს ფოთლების პერიოდულ დანამვას დასატენიანებლად.

გამოკვება
გაზაფხულზე და ზაფხულშითვეში ერთხელ, გამოკვებეთ ოთახ მცენარეებისთვის განკუთვლინი თხევადი ან გრანულირებული სასუქით.

მავნეობა ადამიანებსა და ცხოველებზე                                    ზამიოკულკასი ზომიერად ტოქსიკურია შინაური ცხოველებისთვის და ადამიანებისთვის. როგორც წესი, საკვებად მიღება იწვევს პირის ღრუსა და კუჭის გაღიზიანებასზოგჯერ პირღებინებას. 

თავყვავილა, მარგალიტის ძაფი

String-of-pearls

Senecio rowleyanus
მოვლის დონე: საშუალო

თავყვავილა კარგად ვითარდება ნათელ გარემოში, მზის არაპირდაპირი სხივების ქვეშ, ზომიერად ტენიან ნიადაგზე. სასურველია, დარგოთ დაკიდულ ქოთნებში, განვითარების ხელშეწყობისთვის და სილამაზისთვის


სინათლე                                                                                                                          სენეციო როულიანუსს შეუძლია გაიზარდოს როგორც შენობაში, ისე მის გარეთ, სადაც ის დღის განმავლობაშიმინიმუმ,  6–8 საათი მიანც მიიღებს მზის არაპირდაპირ შუქს.                                                                                                      კარგია, თუ თავყვავილას განათავსებთ ფანჯრიდან მოშორებით, განსაკუთრებით, ზაფხულის განმავლობაში. ზამთრის განმავლობაში გადაიტანეთ ნათელ ადგილას ან ფანჯარასთან უფრო ახლოს, რათა მათ მიიღონ საჭირო შუქი მთელი დღის განმავლობაში.

წყლის რეჟიმი                                                                                                                            ძალიან მგრძნობიარეა ჭარბი მორწყვის მიმართ, ამიტომ დარწმუნდით, რომ ნიადაგი ზედმეტად დატენიანებული არაა. მორწყვა რეკომენდებულია ორ კვირაში ერთხელ. ტენიანობის დასადეგნად ნიადაგი შეამოწმეთ რამდენიმე სანტიმეტრის სიღრმეზე. 

ტენიანობა
არ საჭიროებს ჭარბტენიანობას აყვავების მიზნით. სინამდვილეში, სენეციოს გვარის მცენარეები შრალი ადგილებიდან არიან, ამიტომ მშრალი ჰაერი არანაირ ზიანს არ მიაყენებს მას. გარდა ამისა, მას შეუძლია დაკმაყოფილდეს   თითქმის ნებისმიერი სტანდარტული საყოფაცხოვრებო ტენიანობით (ფარდობითი ტენიანობა დაახლოებით 40%).                                                                                      

გამოკვება                                                                                                                        სენეციოს გვარის წარმომადგენელი მცენარეები სუკულენტები არიან, ამიტომაც, როგორც წესი, მათ არ სჭირდება ბევრი სასუქი. ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა, სასიკვდილოდაც კი დააზიანოს მცენარეები. ზრდის პერიოდში, განსაკუთრებით, გაზაფხულზე, გამოკვება შეიძლება ჩატარდეს 2 ან 4 კვირაში ერთხელ. სასუქი არ არის საჭირო შემოდგომაზე და ზამთარში.

ანთურიუმი

anturiumi

Anthurium
მოვლის დონე: საშუალო

ანთურიუმი ცნობილია თავისი ცვილისებრი, გულის ფორმის ყვავილებით, ცენტრში მტვრიანით. ირწყვება ყოველ ორ კვირაში და მოითხოვს ნიადაგის პერიოდულ განოყიერებას.

 

სინათლე ყვავილოვან ანთურიუმს სჭირდება ნათელი, არაპირდაპირი შუქი (მზის პირდაპირი სხივები ფოთლებსა და ყვავილებს წვავს), ხოლო დაბალი განათება შეანელებს ზრდას და შეაფერხებს კვირტების გამონასკვას.

წყლის რეჟიმი  მორწყეთ საფუძვლიანად. მოერიდეთ ზედმეტ მორწყვას (ანთურიუმის ფესვები მგრძნობიარეა სიდამპლის მიმართ). რაც უფრო მეტ სინათლესა და სითბოს მიიღებს თქვენი ანთურიუმი, მით მეტი წყალი დასჭირდება მას, ამიტომ რამდენიმე დღეში ერთხელ შეამოწმეთ ნიადაგის სიმშრალე. სტრესი ან წყლის ნაკლებობა, პირველ რიგში, ფოთლებზე გამოჩნდება. ზამთარში, როდესაც მცენარე აქტიურად არ იზრდება, ხშირი მორწყვა არაა აუცილებელი.

ტენიანობა ანთურიუმების უმეტესობისთვის საჭიროა ტენიანობა, თუმცა ზოგიერთ ჯიშს უფრო მეტად შეუძლია სიმშრალის ატანა. თუ ტენიანობის დონე 50%-ზე ნაკლებია, მაშინ გამოიყენეთ დამატენიანებლები.

გამოკვება აქტიური ზრდის პერიოდში (გაზაფხული და ზაფხული) ანთურიუმი გამოკვებეთ თვეში ერთხელ. შენიშვნა: ზედმეტმა სასუქმა შეიძლება დააზიანოს მცენარე. ყვავილობის გასააქტიურებლად გამოიყენეთ ფოსფორის შემცველი სასუქები.

მშვიდობის შროშანი

mshvidobis-shroshani

Spathiphyllum მოვლის დონე: მარტივი

ეს მცენარე საჭიროებს საშუალო და დაბალ შუქს. მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნიადაგის ზედა ნაწილი მშრალია. 

სინათლე მას არ გაუჭირდება კარადაში გაზრდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სწორედ იქ უნდა განათავსოთ. როდესაც იზრდება დაბალ შუქზე, ეს მცენარეები იშვიათად ყვავის. ასე რომ, თუ თქვენ ფოთლებს ეძებთ, განათავსეთ თქვენი მშვიდობის შროშანი ბნელ კუთხეში. თუ გსურთ ყვავილები, განათავსეთ იქ, სადაც ის მიიღებს ნათელ, არაპირდაპირ შუქს. რადგანაც ის ტროპიკული მცენარეა. მშვიდობის შროშანები მგრძნობიარეა ცივი ტემპერატურის მიმართ.

 

წყლის რეჟიმი მშვიდობის შროშანებს სჭირდებათ თანმიმდევრულად ტენიანი ნიადაგი, მაგრამ მათ ნამდვილად არ უყვართ მდგარ წყალში არსებობა. როდესაც ნიადაგის ზედა ნაწილი მშრალია, მორწყეთ მცენარე, მანამ სანამ ქვედა ნაწილიდან გადმოდინება არ დაიწყება.

მშვიდობის შროშანები, ჩვეულებრივ, არ იქცევიან დრამა დედოფლების მსგავსად, თუ არ დაგავიწყდებათ მათი მორწყვა. ერთ დღეს შენი საყვარელი მცენარე მშვენივრად გამოიყურება, მეორე დღეს კი აღმოაჩენ, რომ ის არც ისე კარგ მდგომარეობაშია. არ ინერვიულოთ! უბრალოდ მორწყეთ სასწრაფოდ, ნება მიეცით მცენარემ შეიწოვოს წყალი ის და კვლავ მორწყეთ. 

საკვები დარგვიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, თქვენი მშვიდობის შროშანი დაიწყებს შიმშილს. მიეცით მას მკვებავი. 

 

მავნებლები/დაავადებები ყავისფერი ფოთლების წვერები ჩვეულებრივ გამოწვეულია გადაჭარბებული შუქით, ზედმეტი განაყოფიერებით, ან წყლის ნაკლებობით და/ან დაბალი ტენიანობით. ტენიანი ქვებით ქოთნის მორთვა ან ფოთლების დაბინდვა ხელს შეუწყობს ტენიანობის შენარჩუნებას.ყვითელი ფოთლები შეიძლება გამოწვეული იყოს ზედმეტი მორწყვით.მასზე მავნებლები სიამოვნებით პარაზიტობენ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ. განმეორებითი გამოყენება იქნება საჭირო.

 

კაქტუსი

kaktusi
kaktusi

მოვლის დონე: მარტივი

მას ბუნების საოცრებასაც უწოდებენ. ეს მცენარეები ხარობს ბუნებრივ შუქზე. ისინი მხოლოდ კვირაში ერთხელ უნდა მორწყათ გაზაფხულზე და ზაფხულში და სამ კვირაში ერთხელ შემოდგომაზე და ზამთარში. იყიდეთ ერთი დიდი კაქტუსი, ან შეაგროვეთ სხვადასხვა სახის  პატარა კაქტუსები და ერთად მოაწყვეთ ისინი ფერად ტერარიუმში, რათა შეიქმნას სასიამოვნო გარემო თქვენს სახლში. ზოგიერთი მათგანი პატარა ყვავილსაც იკეთებს, რაც უფრო სილამაზესა და განსხვავებულობას სძენს თქვენს ინტერიერს.თუ მცენარის გახმობის, ჭკნონის გეშინიათ კაქტუსი შეძენა ზუსტად დროული გადაწყვეტილებაა. ის არა მხოლოდ ეგზოტიკურ და ლამაზ ვიზუალს ჰქმნის თქვენს სახლში, არამედ ძალიან მარტივი და უპრეტენზიო მოსავლელია.

სინათლე

კაქტუსებს უყვართ სინათლე მაგრამ არა ძალიან ბევრი, თუ თქვენ გინდათ, რომ ყველაფერი სწორად იყოს თქვენი ეკლიანი მცენარისთვის. კაქტუსები აყვავდებიან პირდაპირი სინათლის ქვეშ, მოათავსეთ ისინი თქვენი სახლის ყველაზე თბილ, ყველაზე მზიან კუთხეში. ზაფხულის პერიოდში შეგიძლიათ გაიტანოთ ეზოში. კაქტუსი გარეთ უკეთ აყვავდება და თქვენ დაინახავთ, რომ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შიგნით ყოფნისას. არ უნდა ინერვიულოთ მათ მორწყვაზე, როცა გარეთ არიან – დროდადრო წვიმის შხაპი მათთვის საკმარისი უნდა იყოს! დააბრუნეთ ისინი ზაფხულის ბოლოს შიგნით. როდესაც ტემპერატურის დაბლა დაცემა დაიწყება.

მიუხედავად იმისა, რომ კაქტუსებმა დღეში რვა საათამდე მზის შუქი უნდა მიიღონ, ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, კაქტუსებს ემართებათ მზის დამწვრობა. თუ ის ყვითელი ან ყავისფერი გახდება, გადაიტანეთ კაქტუსი მისი სინათლის წყაროდან, რომ “გაცივდეს”.

წყალი

მიჰყევით ამ რჩევას და გაახარეთ თქვენი მცენარეები. კაქტუსები ცნობილია იმით, რომ გადარჩენა შეუძლიათ ინტენსიურ მორწყვის გარეშე, რადგან ისინი ინახავენ წყალს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ საერთოდ არ სჭირდებათ მორწყვა. აუცილებლად შეამოწმეთ ნიადაგი ყოველ რამდენიმე კვირაში. თუ პირველი 2-3 სმ ნიადაგის მშრალია, დროა მცენარეს მივაწოდოთ წყალი. კაქტუსების უმრავლესობის პრობლემა არის ჭარბი წყლის მიმართ მიდრეკილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფესვების ლპობა, რომელიც ჟანგიანი ფერის სახით ჩანს. უმეტეს დროს თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ისინი დეჰიდრატაციისგან.

 

კარგად დრენირებულ ნიადაგში, თქვენს კაქტუსს წყალი სჭირდება ზაფხულის თვეებში მხოლოდ ყოველ 10-დან 14 დღეში ერთხელ. თუ ნაოჭებს ამჩნევთ თქვენს კაქტუსზე. განსაკუთრებით მცენარის ძირში, თქვენი მცენარეს მორწყვა სჭირდება. ზამთარში კაქტუსების მორწყვა მხოლოდ თვეში ერთხელ მოგიწევთ. კაქტუსები, როგორც წესი, ზამთარში მიძინებულნი არიან და საერთოდ არ იზრდებიან ან ძალიან ცოტათი, და ეს სრულიად ნორმალურია.

 

კვება

ეს არის გასაღები თქვენი კაქტუსების ზრდის უზრუნველსაყოფად. კაქტუსებს ურჩევნიათ ნიადაგი, რომელიც შეიცავს მეტ ქვიშას და ქვებს, რათა წყალმა კარგად იმოძრაოს, მცენარეს სიმშრალე შენარჩუნდეს და თავიდან ავიცილოთ ფესვების ლპობა. ქვიშის მსგავსად, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ სასუქები, რომლებიც სპეციალურად დამზადებულია კაქტუსებისთვის, რათა დარწმუნდეთ, რომ იღებდეს ოპტიმალურ კვებას ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სუკულენტებისთვის მითითებული სასუქი. განაყოფიერებას გირჩევთ ერთხელ გაზაფხულზე და ერთხელ ზაფხულში.

როგორც იცით, მცენარეებში საკმაოდ ხშირად იჩენს სხვადასხვა დაავადება თუ მავნებელი თავს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნახსენები მცენარეები მარტივად მოსავლელია, მათი კვების ინფორმაციაში იხილეთ, რომ სასურველია, ჩვენი მცენარეებისთვის ნიადაგის განოყიერება, ზრდის ფაზაში სხვადასხვა ბიოსტიმულატორების გამოყენება ან და მავნებლის შემთხვევაში ამ პრობლემის სასწრაფოდ აღმოფხვრა. მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც იქნება უსაფრთხო და ნაკლები ქიმიური დანალაქებით, რაც შემდგომ მცენარის განვითარებაზე აისახება. სწორედ ამ მიზნით, რა თქმა უნდა, პირადი გამოცილებით, გირჩევთ idai nature-ს ბიოლოგიურ პროდუქტს- ბროტავერდს, რომელიც არის ბიოსტიმულატორი და ჩვენს მცენარეს დაეხმარება, როგორც მწვანე მასის გაზრდაში, ასევე სხვადასხვა სოკოვან დაავადებებსაც აარიდებს თავიდან (აქვს ფუნგიციდური ეფექტი). 
შევქმნათ სიმყუდროვე ჩვენს გარემოში

Shopping cart