მოქმედი ნივთიერება: სპილენძის დი-გლუკონატის,სპილენძ სულფატისპენტაჰიდრატი; პრეპარატული ფორმა: წყალში ხსნადი კონცეტრატი; მწარმოებელი: Idai Nature S.L.; ქვეყანა: ესპანეთი
სისტემურ-კონტაქტური, სპილენძის ბიოლოგიური ფუნგიციდი და ბაქტერიოციდი
სპილენძის დეფიციტის შემსწორებელი,რომელიც არ აფერხებს მცენარის განვითარებას
პრეპარატი რომელსაც მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი CAAE და რომლის გამოყენება ნებადართულია ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობაში
სპილენძის სხვა ფუნგიციდებისგან განსხვავებით:
გარანტირებული ეფექტურობა ცუდი ამინდის პირობებში;
არ არის ფიტოტოქსიკური და არ უშლის ხელს მცენარის განვითარებას;
მოქმედებს აპოპლასტის საშუალებით (პასიური ტრანსპორტი, მცენარის ენერგიის ხარჯვის გარეშე) ;
ჩართულია მცენარის დაცვასთან დაკავშირებული ცილების ფორმირებაში;
არ აუფერულობს მცენარეს, არ წარმოქმნის ლაქებსა და ნალექს;
გამოიყენება ყველა კულტურაში
სისტემური მოქმედებით გაცილებით ეფექტური ფუნგიციდი და ბაქტერიოციდია, რომელიც ანაცვლებს სხვა მეტად ტოქსიკურ და ნაკლებად მოქმედ სპილენძის შემცველ პრეპარატებს
კობრეს გამოყენება მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით:
პრევენციის მიზნით:
კობრეს მოქმედება
ხარისხობრივი – არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენებს და სწრაფად შეითვისება
რაოდენობრივი – არეგულირებს და ავსებს სპილენძის ნაკლებობას, ამცირებს სხვა უფრო ტოქსიკური და ნაკლებად ეფექტური სპილენძის შემცველი პროდუქტების გამოყენების აუცილებლობას
სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ:
ჭრაქი, ანთრაქნოზი, ფომოფსისი, ფოთლის სიხუჭუჭე, ქეცი, მონილიოზი, ლაქიანობა და სხვ.
ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ:
ფსევდომონა – ბაქტერია, რომელიც გვხვდება ნიადაგში და წყალში, იწვევს მცენარის სიკვდილს და სხვა დაავადებებს: სველი ღერო, ფესვის კიბო, ბაქტერიოზი და ა.შ.
კობრე 99%–ით ეფექტურია ფსევდომონას წინააღმდეგ ბრძოლაში.
პირველი შეტანა გაღივების ეტაპზე
გაიმეორეთ ყოველთვიურად მცენარის სიმწიფეში შესვლამდე.
სამკურნალო მიზნით:
პირველი შეტანა გაღივების ეტაპზე
მეორე შეტანა დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე.
მესამე შეტანა 10-15 დღის შემდეგ
HPC ტექნოლოგია განაპირობებს:
სპილენძის მაღალი შეთვისების უნარს
არაორგანული ნაერთების ორგანულად გარდაქმნის უნარს
მცენარის მიერ სპილენძის 100%-იანი შეთვისების უნარს