Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

xaxvi

ფენოლოგიური განვითარების ფაზები და BBCH-საიდენტიფიკაციო სიმბოლოები ბოლქვიანი ბოსტნეულისთვის.

 (ხახვი = Allium cepa L.,  პრასი= Allium porrum L., ნიორი = Allium sativum L.,

შალოტი= Allium ascalonicum auct. non L.)

კოდის აღწერა

ზრდის ძირითადი ფაზა 0: გაღივება

00 000 მშრალი თესლი, მოსვენების ფაზაში მყოფი ბოლქვი

01 000 თესლის დაბერვის დასაწყისი

03 003 თესლის დაბერვის დასასრული

05 005 ემბრიონული ფესვის გამოსვლა თესლიდან.

ფესვების გამოჩენა.

07 007 კოტილედონი ამოდის  თესლის საბურველის გავლით

09 009 აღმოცენება: კოტილედონი ამოდის ნიადაგის ზედაპირზე.

ჩნდება მწვანე ყლორტი.

010 მოდრეკვის ფაზა:კოტილედონი დრეკად მდგომარეობაშია.

011  კოტილედონი დრეკადია

012 ბუჩქის ფაზა: კოტილედონს აქვს ბუჩქის  მსგავსი ფორმა.

ზრდის ძირითადი ფაზა 1: ფოთლების განვითარება (მთავარი ყლორტი)

10 100 ბუჩქის ფაზის დასასრული:ბუჩქი  იწყებს ხმობას

11 101 პირველი ფოთოლი (> 3 სმ) 

12 102 მეორე ფოთოლი  (> 3 სმ) გარკვევით ჩანს

13 103 მესამე ფოთოლი (>3სმ)

1 . 10 . გრძელდება მანამ,სანამ . . .

19 109 9 ან მეტი ფოთოლი არ გამოჩნდება

ზრდის ძირითადი ფაზა 4: მოსავლის ასაღებად განკუთვნილი ვეგეტატიური ნაწილების განვითარება.

41 401 ფოთლები იწყებენ გასქელებას ან გაფართოებას

43 403 მოსალოდნელი ბოლქვის ან ისრის დიამეტრის 30% მიღწეულია 

45 405 მოსალოდნელი ბოლქვის ან ისრის დიამეტრის 50% მიღწეულია 

47 407 ბოლტინგის დასაწყისი;  მცენარეთა 10%ში ფოთლები  იკეცება

ისრები მოსალოდნელი დიამეტრის და სიგრძის  70% ს აღწევს

48 408 მცენარეთა 50% ის ფოთლები იკეცება

49 409 ფოთლები მკვდარია, ბოლქვის ზედაპირი მშრალი; მოსვენების პერიოდის ზრდა დასრულებულია.

თითოეული სახეობა აღწევს მისთვის დამახასიათებელ სიგრძეს და ღეროს დიამეტრს.

ზრდის ძირითადი ფაზა 5:საყვავილე ყლორტების  გამოსვლა.

51 501 ხახვის ბოლქვი იწყებს დაგრძელებას 

53 503 ყვავილის ღერო აღწევს სრული სიგრძის 30% ს

55 505 ყვავილის ღერო აღწევს სრულ სიმაღლეს; კოკორი დახურულია

57 507 კოკორი იხსნება

59 509 შესაძლებელია დავინახოთ პირველი ყვავილის ფურცლები და ჯამის ფოთოლაკები ; ყვავილები კვლავ დახურულია

ზრდის ძირითადი ფაზა 6: ყვავილობა

60 600 პირველი ყვავილები გახსნილია (სპორადულად)

61 601 ყვავილობის დასაწყისი: ყვავილების 10% გახსნილია

62 602 ყვავილების 20%  გახსნილია

63 603 ყვავილების 30% გახსნილია

64 604 ყვავილების 40% გახსნილია

65 605 სრული ყვავილობა: ყვავილების 50%  გახსნილია

67 607 ყვავილობის დასასრული: 70% პეტლები ჩამოცვენილი ან გამშრალია

69 609 ყვავილობის დასასრული

ზრდის ძირითადი ფაზა 7: ნაყოფის განვითარება

71 701 პირველი კაფსულა 

72 702 კაფსულების 20% ფორმირებულია

73 703 კაფსულების 30% ფორმირებულია

74 704 კაფსულების 40 % ფორმირებულია

75 705 კაფსულების50% ფორმირებულია

76 706 კაფსულების 60% ფორმირებულია

77 707 კაფსულების70% ფორმირებულია

78 708 კაფსულების 80% ფორმირებულია

79 709 კაფსულების განვითარება დასრულებულია; თესლები თითქმის უფეროა.

ზრდის ძირითადი ფაზა 8: ნაყოფისა და თესლის სიმწიფე

81 801 სიმწიფის დასაწყისი: კაფსულების 10% დამწიფებულია

85 805 სკდება პირველი კაფსულები

89 809 სრული სიმწიფე: თესლები შავი და გამაგრებულია.

 

ზრდის ძირითადი ფაზა 9: სიბერე

92 902 ფოთლები და ყლორტები იწყებენ ფერის დაკარგვას

95 905 ფოთლების 50% ყვითელი ან მკვდარია

97 907 მთლიანად მცენარე ან მხოლოდ მიწისზედა ნაწილები ეაპობრივად კვდებიან.

99 909 მოსავალი აღებულია (თესლები)

 

Shopping cart