Agro-Force – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

რისთვის არის საჭირო ელემნტი B?

ბორი- ბორი არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი ყვავილობისთვის. ის პასუხისმგებელია ყვავილის ხარისხზე, მტვრის მარცვლების წარმოქმნასა და გაღვივებაზე, გამონასკვაზე, უჯრედის კედლის სტაბილიზაციაზე და უჯრედის გაყოფაზე. ის ასევე არის აუქსინების, ზრდის ჰორმონის ნაწილი.

რა ხდება ნაკლებობის დროს?

ბორის დეფიციტის დროს ხმება ზრდის წერტილები, სკდება მცენარის ქსოვილი, დეფორმირდება და მშრალად ლპება ნაყოფი და მისი გული, მცირდება ყვავილობის ხარისხი და გამონასკვული ნაყოფის რაოდენობა.

რა შემთხვევაშია დეფიციტის დიდი ალბათობა?

 მისი სიმცირე გვხვდება ქვიშა(ქვიშნარ) ნიადაგებში, მაღალი pH-ის დროს, სიმშრალის დროს, ტენიანი ყინვის დროს, მაღალი კალციუმისა და აზოტის შემცველობისას.

Shopping cart