atomebi

ატომიზმი

ძველ საბერძნეთში არსებობდა მიმდინარეობა ატომიზმი. მისი მთავარი აზრი იყო ის, რომ ნივთიერებები შედგებიან უმცირესი ნაწილაკებისგან, ატომებისგან. როგორც ჩანს ეს თეორია არ აღმოჩნდა მცდარი, და დღეს ყველამ ვიცით რა არის ატომი. დადგინდა, რომ არსებობენ სხვადასხვა სახის ატომები, რომლებიც განსხვავდებიან მასით , პროტონებისა  და ელექტრონების რიცხვით, შესაბამისად საჭირო იყო მათი კლასიფიკაცია. 1869 წელს დიმიტრი ივანის ძე მენდელეიევმა შეძლო ამ ელემენტების კლასიფიკაცია თავის პერიოდულ ცხრილში. 

  დღეს ცნობილია 118 ქიმიური ელემენტი, რომელთაგანაც 17 არის აუცილებელი მცენარის სიცოცხლისთვის. ეს საჭირო ელემენტები დაყოფილია მიკრო და მაკრო ელემენტებად – იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობით სჭირდება ელემენტი ცოცხალ ორგანიზმს : თუ დიდი რაოდენობით –  მაკროელემენტი ხოლო, თუ მცირე ოდენობით – მიკროელემენტი. წყალბადი (H), ნახშირბადი (C) და ჟანგბადი (O) არიან წყლიდან და ჰაერიდან ათვისებადი მაკროელემენტები, ნებისმიერი დანარჩენი ელემენტი მცენარემ უნდა აითვისოს ნიადაგიდან – ფესვით ან 

periodulobis-cxrili

ჩვენი დახმარებით, ფოთლიდან. ელემენტებიდან მცენარეს ყველაზე დიდი რაოდენობით სჭირდება პირველადი მაკროელემენტები – აზოტი (N), ფოსფორი (P), კალიუმი (K).  გოგირდი (S), მაგნიუმი (Mg), კალციუმი (Ca) და რკინა (Fe) მცენარეს ჭირდება შედარებით ნაკლები რაოდენობით, შესაბამისად ისინი არიან მეორეული მაკროელემენტები. დანარჩენი კი – მანგანუმი (Mn), ბორი (B), მოლიბდენი (Mo), ნიკელი (Ni), ქლორი (Cl), სპილენძი (Cu), თუთია (Zn) მცენარეს ჭირდება უმცირესი დოზებით, ისინი მიეკუთვნებიან მიკროელემნტებს.