Borun-agro – ფერმერთა სახელმძღვანელო

      ფერმერთა სახელმძღვანელო

ჭანგა

სახელი

ჭანგა

სამეცნიერო სახელი

Elymus repens

ხარობს  ევროპის უმეტეს ნაწილში, აზიაში, არქტიკის ბიომსა და ჩრდილო -დასავლეთ აფრიკაში. ის შემოტანილია ეროზიის კონტროლის მიზნით, მაგრამ ხშირად სარეველად ითვლება. ძნელად მოსაშორებელ სარეველას წარმოადგენს, მას მცოცავი ჰორიზონტალურად მზარდი ფესვი აქვს და სწრაფად მრავლდება .მიწის გარეშე მისი ფესვები სწრაფად ხმება და კვდება, 

 ეს სარეველა სწრაფად იწოვს მიწიდან სასარგებლო ნივთიერებებს და საგრძნობლად აღარიბებს მას, იმისთვის რომ მოვაშოროთ ეს სარეველა, დიდი შრომაა საჭირო. ძირითადად, გადაბარული მიწიდან ხელით აცლიან მის ფესვებს და ყრიან ეზოს გარეთ,,თუმცა ცოტა ხნის შემდეგ იგი ისევ ისე ჯიუტად ბრუნდება ხოლმე იწყება,,ამიტომ; სარეველიან ეზოში დათესეთ ჭვავი, იგი მძლავრი მარცვლოვანია, სწრაფად განდევნის თქვენი ეზოდან ამ სარეველას სხვებთან ერთად,მერე ისღა გრჩებათ, მოცელოთ ჭვავი, კიდევ ერთხელ გადაბაროთ ნიადაგი და,. არც სარეველაა, მიწაც განოყიერებული და ფხვიერი რჩება.

 შეწამლვაც შეგვიძლია, მაგრამ ძლიერი პრეპარატები თუ სასარგებლო მცენარეს მოხვდა, მასაც სპობს, უნდა  დავაცადოთ 2-3 კვირა, მიწის ზედა ნაწილი გახმება, ფესვები მოკვდება და ასე დათავისუფლდება ადგილი ამ სარეველისგან.

დამატებითი ინფორმაცია:

  ძაღლი და კატა ეზოში ხშირად უზომოდ ბევრ ბალახს ჭამენ. ხშირად ეს ბალახი სწორედ ჭანგაა, ამ ბალახში დიდი რაოდენობითაა სილიციუმი, ეს ელემენტი აკავებს კალციუმს ორგანიზმში, რაც ასე აუცილებელია ადამიანისთვის, იგი სახსრების დაავადებისთვის საჭირო ნივთიერებაა, (ართრიტი, ართროზი )მაგრამ მას პრეპარატებიდან ძნელად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ კარგი იქნება, თუ მოაგროვებთ ამ ბალახს, კარგად გარეცხავთ, მოხარშავთ 10 წთ, თავად ბალახი შეგიძლიათ გადაყარო, ნახარში კი სუპეულის გასაკეთებლად გამოიყენოთ,
ეს ნახარში უხდება გასტრიტს, კუჭ-ნაწლავს.

Shopping cart